ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2011


განმარტოება

სიმარტოვე, სულის ტიკივილი, განმარტოება,
გავს ქვეყნის ნგრევას, ადიდებულ მდინარის შხეფებს,
გავს ჭექა–ქუხილს, შავ ღრუბლების ცაზე მოფენას,
გავს გაელვებას და გულიდან წამოსულ ცრემლებს...

გავს საშინელ ქარს, უდაბნოში მოხეტიალეს,
ეგვიპტის ქვიშის წამონაბერ, ქარიშხლის ქროლვას,
გავს ზღვის ტალღებით გატაცებულ ადამინებს,
ამა ქვეყნიურ სატანჯველის ცხოვრების ბორბალს...

მაგრამ საწუთრო რასაც გარგებს უნდა გამაგრდე,
უნდა იბრძოლო არ გაუშვა ხელები საჭეს,
სამყაროს მეფე ზეციური გვიცქერს ყოველმანს,
მწამს მატიანე ისტორიას უტოვებს სათქმელს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები