ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2011


ორი კადრი

ჰორიზონტს გაცდა
ღამის განცდა,
სუნთქვა ჩემ თმასთან
და გაორება გასამებამ შეცვალა,
მტკივა....
ხან მზის ამოსვლა მამშვიდებს და
ხანაც მზის ჩასვლა,
ხან სული მინდა გაჩუქო
ან უკვალოდ ჩაგკლა.

შემოათენდა უძილობით
ოთახს და თვალებს,
ძველი კედლები ინახავენ
ჩვენ ყოველ სიტყვას,
და როგორ მინდა ამ დუმილით
იცხოვრონ წლები,
რომ ვერასოდეს ვერ იყვირონ ის რაც აქ ითქვა.

მე შენ მიყვარხარ,
სხვაზე მეტად ან სხვაზე მცირედ,
ჭირმაც წაიღოს ყოველივე,
მე ხომ მიყვარხარ
და სიყვარულით შენ აფსურდულ საქციელს ვითმენ.
ჭირმაც წაიღოს საქციელი,
მე ხომ მიყვარხარ.

გამოვიფიტე,
გამომაკლდა გულის ცხრა დარტყმა,
იქნებ ათიც და ვერ გავიგე,
მღალატობს გონი.
სულიერება რაც კი მქონდა წარსულში ჩაკვდა,
ხვალ მე ახლიდან ვიბადები,
გუშინ კი მოვკვდი.

ხელი მომკიდე,
წაქცევამდე ნაბიჯი დამრჩა.
მეხსიერებას შემორჩება-
-თითები მკლავზე.
კადრი მეორე-
-ვიქცევი და შენ არსად ჩანხარ.
...თუმცა არ გავხარ არც დამრჩენს და
არც სადმე წამსვლელს.

-პირველი კადრი,
მემატება გულში ცხრა დარტყმა,
იქნებ ათიც და ვეღარ ვითვლი მღალატობს გონი
და სიყვარული რაც კი მქონდა შემთხვევით გაგყვა,
შენთვის ვაპირებ დაბადებას
გუშინ კი მოვკვდი.

-მეორე კადრი...
წაქცევის დროს, რომ არსად ჩანხარ,
წარმოდგენაც კი არ გაბედო,
სულ ვზომავ ნაბიჯს,
ნახევარ მტკაველს სულ ვიტოვებ გულშიც და ისეც,
სადაც არც შენ ხარ არც მე ვარ და მიწაა მყარი.

ჰორიზონტს გაცდა
ღამის განცდა,
სუნთქვა ჩემ თმასთან
და გასამება გა- (ღმ) ერთება-მ შეცვალა ისევ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები