უფალო იესო! მამაო ჩვენო! გათენებიდან სასწაულს ველი. მომეც უფლება, მე განვისვენო, როცა ცხოვრება წიგნია ვრცელი.
შენ – ბრძენთაბრძენი, არ იტყვი მკაცრად: „დაითმინეო, დრო არის მდორე!“ გულუხვი იყავ შენ ჩემთვის მართლაც! მე კი ერთბაშად ბევრი ვინდომე!
მე ბევრი მინდა, ბოშა ქალივით ვძარცვო და ვწეწო სიმღერ–სიმღერით. ომში წავიდე ამორძალივით, ორღანის ხმაზე ვტიროდე ყელით.
ვარსკვლავთმრიცხველად ვიქნები კოშკში, ბავშვებს უკუნში გზას გავუკვალავ; გუშინდელი დღე – ლეგენდა დროში, და ყოველი დღე – სიგიჟე კვლავაც.
მიყვარს ეს ჯვარი, ვუალ–მანდილი, სული კვალია წამიერ–მისხალ, ბავშვობა მომეც ზღაპარზე ტკბილი, სიკვდილს გთხოვ ახლა, ჩვიდმეტი წლის ვარ. 26 ივნისი, 2011 Молитва
Христос и Бог! Я жажду чуда Теперь, сейчас, в начале дня! О, дай мне умереть, покуда Вся жизнь как книга для меня.
Ты мудрый, ты не скажешь строго: -\"Терпи, еще не кончен срок\". Ты сам мне подал -- слишком много! Я жажду сразу -- всех дорог!
Всего хочу: с душой цыгана Идти под песни на разбой, За всех страдать под звук органа И амазонкой мчаться в бой;
Гадать по звездам в черной башне, Вести детей вперед, сквозь тень... Чтоб был легендой -- день вчерашний, Чтоб был безумьем -- каждый день!
Люблю и крест и шелк, и каски, Моя душа мгновений след... Ты дал мне детство -- лучше сказки И дай мне смерть -- в семнадцать лет!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. დიდი მადლობა ჩემნო საყვარელო, რომ დამინახე:):* მადლობა და მადლობა, ძალიან მასიამოვნე, გაკოცე ბევრი მპუა მპუა მპუა დიდი მადლობა ჩემნო საყვარელო, რომ დამინახე:):* მადლობა და მადლობა, ძალიან მასიამოვნე, გაკოცე ბევრი მპუა მპუა მპუა
15. ეჰ! მერე რა რო? ძნელია პოეტური სულის ადამიანისთვის დღევანდელობა, და ქალობაც. ღმერთმა უშველოს ყველა უმანკო ყვავილს! ძალიან მიყვარს ჩემი ნაზი დობილები ეჰ! მერე რა რო? ძნელია პოეტური სულის ადამიანისთვის დღევანდელობა, და ქალობაც. ღმერთმა უშველოს ყველა უმანკო ყვავილს! ძალიან მიყვარს ჩემი ნაზი დობილები
14. მაკა ეს თარგმანი ყველაზე უფრო მომეწონა შენი თარგმანებიდან. პოეტური სულის ადამიანი ხარ ნამდვილად. მაკა ეს თარგმანი ყველაზე უფრო მომეწონა შენი თარგმანებიდან. პოეტური სულის ადამიანი ხარ ნამდვილად.
13. აი, მარტო ამ კომენტარისთვის მიღირდა ამ თარგმანის გაკეთება. ახლა ვხვდები, რომ ტყუილად არ გავრჯილვარ და არ დამიდია აქ! უღრმესი მადლობა ჩემოი შრომის დაფასებისთვის! თუ ერთი ადამიანი მაინც დააფასებს სათანადოდ, :):):) ძალიან გამახარეთ. მადლობთ აი, მარტო ამ კომენტარისთვის მიღირდა ამ თარგმანის გაკეთება. ახლა ვხვდები, რომ ტყუილად არ გავრჯილვარ და არ დამიდია აქ! უღრმესი მადლობა ჩემოი შრომის დაფასებისთვის! თუ ერთი ადამიანი მაინც დააფასებს სათანადოდ, :):):) ძალიან გამახარეთ. მადლობთ
12. Спасибо Вам за хороший перевод!!! И некоторые мелкие неточности не в счет - Вы "поймали" Душу Великой Марины в этом переводе! Это невозможно сделать осознанно (и к лешему все бредни о технике перевода - поэзию нельзя превращать в подстрочник!!!)- это можно только почувствовать! Вы - смогли!
ორღანის ხმაზე ვტიროდე ყელით / За всех страдать под звук органа. Точный перевод? Нет, совсем неточный. НО КАК ЖЕ ОН ВЕЛИКОЛЕПЕН!!! А это?!?! გუშინდელი დღე – ლეგენდა დროში, და ყოველი დღე – სიგიჟე კვლავაც.
У Вас Душа поэта! Спасибо Вам за хороший перевод!!! И некоторые мелкие неточности не в счет - Вы "поймали" Душу Великой Марины в этом переводе! Это невозможно сделать осознанно (и к лешему все бредни о технике перевода - поэзию нельзя превращать в подстрочник!!!)- это можно только почувствовать! Вы - смогли!
ორღანის ხმაზე ვტიროდე ყელით / За всех страдать под звук органа. Точный перевод? Нет, совсем неточный. НО КАК ЖЕ ОН ВЕЛИКОЛЕПЕН!!! А это?!?! გუშინდელი დღე – ლეგენდა დროში, და ყოველი დღე – სიგიჟე კვლავაც.
У Вас Душа поэта!
11. რავი, ვეცადე. მადლობა. რავი, ვეცადე. მადლობა.
10. თარგმნა ძალიან ძნელია მითუმეტეს ლექსის, , ძნელია სხვისი გრძნობების სათავისოდ განცდა, ამიტომ თარგმანს აქვს ხარვეზი, თუმცა ვერ იტყვი არ ვარგა! თარგმნა ძალიან ძნელია მითუმეტეს ლექსის, , ძნელია სხვისი გრძნობების სათავისოდ განცდა, ამიტომ თარგმანს აქვს ხარვეზი, თუმცა ვერ იტყვი არ ვარგა!
8. "ბავშვობა მომეც ზღაპარზე ტკბილი, სიკვდილს გთხოვ ახლა, ჩვიდმეტი წლის ვარ. "
+ "ბავშვობა მომეც ზღაპარზე ტკბილი, სიკვდილს გთხოვ ახლა, ჩვიდმეტი წლის ვარ. "
+
7. 55 ორივე ლექსსს...... 55 ორივე ლექსსს......
6. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
5. მე მგონი კარგი თარგმანია. მე მგონი კარგი თარგმანია.
4. უღრმესი მადლობა ხათუნა. მეც ასევე, მრავალს დაესწარით. გილოცავთ ყველას, ყველას ყველას ამ მშვენიერ დღეს. მიყვარხართ :):):) უღრმესი მადლობა ხათუნა. მეც ასევე, მრავალს დაესწარით. გილოცავთ ყველას, ყველას ყველას ამ მშვენიერ დღეს. მიყვარხართ :):):)
3. კი, ნამდვილად ასეა. ძალიან დიდი მადლობა ჯინა. მიხარია, რომ აფასებ ჩემს შროამს და მიდრეკილებას რუსული პოეზიისადმი. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ. კი, ნამდვილად ასეა. ძალიან დიდი მადლობა ჯინა. მიხარია, რომ აფასებ ჩემს შროამს და მიდრეკილებას რუსული პოეზიისადმი. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ.
2. ფერიცვალებას გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ შემოქმედებით საქმიანობაში! ფერიცვალებას გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ შემოქმედებით საქმიანობაში!
1. სერიოზულია ცვეტაევას თარგმნა – გამბედაობასთან ერთად სერიოზული საფუძველიც სჭირდება (ენის ცოდნია, სიტყვის, ფრაზის,სახის,შეგრძნება...) ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი თარგმანია, მაგრამ შრომა და მონდომება ნამდვილად ჩანს მთარგმნელის... იმედია, დაიხვეწება!
(და მიხარია, სამწუხაროდ, ანტირუსული განწყობის მიუხედავად, ახალგაზრდა ადამიანი (ვგონებ, ასეა) რუსულ პოეზიას რომ ეზიარა...) წარმატებები! სერიოზულია ცვეტაევას თარგმნა – გამბედაობასთან ერთად სერიოზული საფუძველიც სჭირდება (ენის ცოდნია, სიტყვის, ფრაზის,სახის,შეგრძნება...) ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი თარგმანია, მაგრამ შრომა და მონდომება ნამდვილად ჩანს მთარგმნელის... იმედია, დაიხვეწება!
(და მიხარია, სამწუხაროდ, ანტირუსული განწყობის მიუხედავად, ახალგაზრდა ადამიანი (ვგონებ, ასეა) რუსულ პოეზიას რომ ეზიარა...) წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|