ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2011


***


***
ერთმანეთის სიჩუმისაკენ,
ერთმანეთის სითბოსაკენ გადახრილები,
როგორც კელაპტრები შანდალზე.

***
შენ როდესაც გელაპარაკები,
ვარსკვლავები ახლოს მოდიან
და მერე მათთან ერთად ვმაღლდებით.

***
ღრუბლის ნაოჭზე ორი პეპელა:
ერთი ჯოჯოხეთიდან მოფრენილა,
მეორე-სამოთხიდან...

***
ისე მღეროდა,მზემ ფიქრი შეუწყო,
ტყემ-შრიალი,
მდინარემ-დუმილი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები