| ავტორი: მენთოლლ ჟანრი: პოეზია 22 აგვისტო, 2011 |
არაფერს ვიტყვი, უკვე ნიშნავს რაღაცას ვამბობ. თეთრი, სხმარტალა თევზი ვარ და წყალი მაქვს ლექსად. .პირს არ გავაღებ, მე ისედაც ვგალობ დილიდან. და მითუმეტეს, თუ ქვირითის სიმღერა მესმა, გავცურავ ნელა, მივადგები მტკნარ წყალთა მორევს, ,სადაც ჩემივე მსგავსი ფეთქავს და იბადება. წყალი მაქვს ლექსად, თუ წყალივით ამომდის ლექსი, რომელსაც ჩემი ანკესისგან დახსნაც აქ ძალუძს, ანდა ბადისგან, წუთისოფელი წარამარა რომ გადმოისვრის. .ჩემი პირიდან კვლავ მოჟონავს,ზეცის სხივები და ის ოცნებაც ცაში ფრენას რომ გამახსენებს. მე დაბრუნება ასე ვიცი შორი წყლებიდან, ჩემს სიჩუმეში უერთდება ფიქრებს განწყობა , არაფერს ვიტყვი, ,უკვე ნიშნავს რაღაცას ვამბობ, რამდენი კაცის შევესწარი აქ მე დახრჩობას. ჩემი ფარფლები დედამიწას ფრთებად მოუსხამს და მე თევზი ავცდენილვარ ამით კაცობას. ვიღაცა ალბათ ტაფაზედაც ინატრებს ჩემს თავს,მე კი არასდროს არ ვიწვები რადგან წყალში ვარ.. ეს ილუზიაც მყოფნის ხშირად სიცოცხლისათვის, რადგან ჩემში ხომ უჰაერო სივრცე არ არის. .თუნდაც ბავშვებმა რომ წამავლონ ხელი ანცობით, მე ყველას ვიცნობ, გავახარებ ბავშვთა გულებსაც. ,და მერე ალბათ ლაყუჩები ჩემიც გახმება, მაგრამ ზეცა და წყალი ლექსად კვლავაც იდინებს. და ეს სამყარო ჩემს შემდეგაც რჩება იგივე. ჩემი პირიდან კვლავ მოჟონავს ზეცის სხივები და ის ოცნებაც ცაში ფრენას რომ გამახსენებს. ვიღაცა მოდის და ვიღაცა მიდის ისევე მე ახლა უკვე ქვირითი ვარ და წყლის სიღრმეში მერამდენედ ჩუმად ვისვენებ. ზაალ ჯალაღონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. პროფესიონალი ხარ ძმაო შენ:)
55555 პროფესიონალი ხარ ძმაო შენ:)
55555
9. თებზი კაია ზაან მე ვწერ ხუთ და აგია იგი...:) თებზი კაია ზაან მე ვწერ ხუთ და აგია იგი...:)
8. გალობს ყველა და ყველაფერი! გალობს ყველა და ყველაფერი!
7. გაიხარეთ! ეს რამდენიმე პოეტის შემოქმედებიდან.
,,მიცურავს თევზი ზეცის სივრცეში'' ეჰინი ,,მამამ კალმახი მოიტანა ერთ დღეს მდინარით, რომელსაც ტუჩებზე მოწვეთავდა წყალთა სიმღერა.''ედუარდ-ლუსი-სმითი ,, მაშინ დუმილიც მიითვალე შენდამი ლოცვად''ბარათაშვილი გაიხარეთ! ეს რამდენიმე პოეტის შემოქმედებიდან.
,,მიცურავს თევზი ზეცის სივრცეში`` ეჰინი ,,მამამ კალმახი მოიტანა ერთ დღეს მდინარით, რომელსაც ტუჩებზე მოწვეთავდა წყალთა სიმღერა.``ედუარდ-ლუსი-სმითი ,, მაშინ დუმილიც მიითვალე შენდამი ლოცვად``ბარათაშვილი
6. ეჰ თევზო.......... ეჰ თევზო..........
4. წარმატებები .. წარმატებები ..
3. აზრი დანაკუწებული-გამახსეენდა : თავად ჯალაღონია დებს შEმოქმედებას ურაკზე! მეპატიოს რააა სიმართლე? ) აზრი დანაკუწებული-გამახსეენდა : თავად ჯალაღონია დებს შEმოქმედებას ურაკზე! მეპატიოს რააა სიმართლე? )
2. და ნურც ჯალაღონიას!!!!!
და ნურც ჯალაღონიას!!!!!
1. თევზი უტყვია! რას გალობ-ფიქრობ? ან რაფერ გალობ-თევზი ვარო-უბნობ!:) აგი არაა ლექსი და კი ნუ გეწყინება შენ:)
თევზი უტყვია! რას გალობ-ფიქრობ? ან რაფერ გალობ-თევზი ვარო-უბნობ!:) აგი არაა ლექსი და კი ნუ გეწყინება შენ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|