ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2008


სიზმარი

როცა სიზმარი კვლავ ჩამოწვება,
როცა აჩრდილთა მოდგმა იღვიძებს,
ოცნების ვარდი გაიფურჩქნება
და მივუყვები სიზმრის ბილიკებს...

მესაუბრება,მეჩურჩულება, ქარის ასული
ნაზი ნიავი,
თვალს მიკრავს იგი და მეუბნება–
“გამოიცანი,აბა ვინ არის?”

მივყვები მის ხმას და თრთოლვა მიტანს,
სულში ფეთქდება რაღაც ულევი,
ეს ხომ ის არის,ვინც რომ მე მიყვარს,
ერთიანია ჩვენი გულები...

აქ არც დრო არის და არც სივრცეა,
არც სევდა არის,არც სიცივეა,
აქ ერთი დიდი უკიდეგანო
ზეცისფერია და სინათლეა...

როცა აქა ვარ,შენც ჩემთანა ხარ,
გეხუტები და თვალებით გიხსნი,
ნუთუ არსებობს სადმე ადგილი,
ბედნიერი და ამაზე მშვიდი?

ვუცქერი,ჩუმად ვესაუბრები,
ორ ნათელ წერტილს სულის სარკისას,
და ცრემლი მომდის და ცრემლი მომდის,
მშვენიერებით ამით ტკბობისას...

და გავუყვები სიზმრის ბილიკებს,
ოცნების ვარდიც გაიფურჩქნება,
მე მუდამ მოვალ,ჩაგეხუტები,
როცა სიზმარი კვლავ ჩამოწვება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები