 | ავტორი: მ ა რ ი ჟანრი: პოეზია 23 აგვისტო, 2011 |
მალე მოვა თოვლი და ჩვენც ისევ ისე შევერევით ჩაის, მოგონებებს , ზამთარს ყურმოტეხილ ჭიქას , გადაფურცლულ წიგნებს, ხის უბრალო სკამზე კუთხის კაფის კართან ჩამოვსხდებით , დავლევთ გაგვითბება სისხლი მერე ვიტყვით სიტყვა დიდი ხნის წინ მოკვდა. პოეზია მხოლოდ პოზა გახდა , რითმიც დავიკიდეთ ფეხზე ,ვეღარც ვერლიბრს მოაქვს. გავიხსენებთ ვინმეს, ვინც გვიყვარდა ადრე, ვიტყვით ისევ გვიყვარს (იმიტომ რომ ვწეროთ. ) ამ ტყუილებს ისე, გემრიელად ვისვრით, რომ ვაჯერებთ ყველას და თვითონვე ვეჭვობთ რომ რაღაცა დაგვრჩა : " ვაითუ" ან "იქნებ " თუმც დაკეტილი კარის, კვლავ გაღება არ ღირს, ამიტომაც ვსხედვართ ძველი კაფის კართან და ვიხსენებთ სანამ მოგონება დაგვღლის. მალე მოვა თოვლი. მალე, მალე, მალე და ჩვენც ისევ ისე შევერევით ზამთარს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მალე მოვა თოვლი... ჯერ შემოდგომა უნდა მოვიდეს.. (( :
მარი :-* მალე მოვა თოვლი... ჯერ შემოდგომა უნდა მოვიდეს.. (( :
მარი :-*
8. ველოდებით ერთად ^^
++ ველოდებით ერთად ^^
++
7. კარგი იყო...5 კარგი იყო...5
6. კი ასეა... ) კი ასეა... )
4. რა ლამაზია:) რა ლამაზია:)
2. რამდენი თოვა იყო ამ აგვისტოში... ზამთრისეული მოგონებანი განმიღვივა :) "ამ ტყუილებს ისე, გემრიელად ვისვრით" ... რაღაცნაირი ფრაზა იყო, უარყოფითშიც რომ მაინც დადებითს მოიცავს... რამდენი თოვა იყო ამ აგვისტოში... ზამთრისეული მოგონებანი განმიღვივა :) "ამ ტყუილებს ისე, გემრიელად ვისვრით" ... რაღაცნაირი ფრაზა იყო, უარყოფითშიც რომ მაინც დადებითს მოიცავს...
1. მარი მოგიკითხე:)
მარი მოგიკითხე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|