ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აისბერგი
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2011


***

მგონია, მე და შენ რაღაც გვაქვს საერთო -
უთქმელი დარდით და უდარდელ ღიმილით.
ცხოვრობ და ოცნებობ, რაღაცით გაერთო
და კედლებს აწყდება ნაცნობი ტკივილი.
ნაცნობი დარდია, ქარით რომ აინთო,
გულს რომ შეეხიზნა ცისფერი ალებით...
და მაინც მგონია, გვაქვს რაღაც საერთო -
ზღვისხელა დარდით და ზღვისფერი თვალებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები