 | ავტორი: ინია ინია ჟანრი: პოეზია 25 აგვისტო, 2011 |
მე ვუვლი ქალაქს, გასწვრივ და არა ირგვლივ, და ვუთვალთვალებ როგორ მოძრაობს საკუთარ სხეულში ისრების და შუქნიშნების მიმართულებით... შენც მასთან ერთად აკეთებ პაუზებს მოძრაობის ამკრძალველ ფერებთან ერთად... ტბა სარკეა რომელშიც არცერთი არ ვიყურებით, რადგან შეხვედრა საკუთარ ანარეკლებთან თამაშის წესებში არ შედის... მე გავაჩინე პირობა ჩემი პოვნის, დაგიხაზე მოძრაობის მანძილები ჩემამდე და დროც დაგითქვი. პოვნა აღარ არის პირობითი ცნება და მე ვცდილობ ეხლა ამოვხსნა.... შენ უცნაური სიდიდე ხარ, გავხარ ლუწ რიცხევბს რომელიც ადვილად იმატებს სხვებს და ადვილად იყოფა სხვებზე... რომლის პირობითი დაპირებები ბაქტერიული სისწრაფით მრავლდება... წყლის ქვემოთ სხვა ქალაქი ცხოვრობს, რომელიც ჩემს საზარდულში ეტევა და ყოველღამე სიზმერებად გამოდის ჩემგან... და როცა მე შენს ქვემოთ ვწევარ ცას ეკეცება კიდეები ქაღალდის ქუდივით, ამ ქუდებს ვიფარებთ მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი შინაგანი ღებვისას დაკარგული წვეთები შევაგროვო ჩემი დღეების უფერო ჰერბარიუმისთვის... შენი მუცლიდან დაღვრილი თბილი ტალღების შუალედებში მე ვთესავ მარცვლებს საიდანაც იზრდება ტყე, და ყოველ მეოთხე ხეს ნიშნულად შენი სხეულის ნაწილებს ვკიდებთ... ეს ამბავი გაყოფით მთავრდება... შენ ტოვებ შენს ნარჩენებს ჩემს მხრებეზე და მე ვიწყებ ცის ერთი მესამედით მარჯვნივ გადაწევას... შიში,რომელსაც შეკავების ინსტიქტი მიტოვებული ახალშობილივით კარებთან მიტოვებს ჟოლოსფერია და მე შენი სახლის ზღურბლზე ვდგევარ და გთხოვ რომ შემომიშვა... რა საჭიროა გათვლა, მე უფრმო ვარ ,უწონადი,გავედინები, არ გაიძულებ შეიცვალო ნივთების წყობა... არც სახლს ,არც კარადას არ მოუწევთ ადგილის შეცვლა, მხოლოდ ჭერი შეიძლება გადავაცოცო ოდნავ ირიბად და ფანჯრებს ფარდებად მივეკიდო, რომ სიზმრებს უფრო მეტი ჰაერი ქონდეთ...
ამბობენ.. ვიცვლებით გვეცვლებ ფორმა,სუნი,ფერი შეგრძნება დილის,შუადღის,ღამის, საერთოდ დღის... ყველა კარადის კარი ღია მრჩება და მჭირდება მზე ყველა ჩემი დაობილი ფიქრის გასაშრობად...
ქალაქის გასწვრივ კი თვლა მარტივია ... რადგან კენტი და ლუწი ციფრები უბრალოდ ერთმანეთს მოსდევს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი იყო... კარგი იყო...
1. ამბობენ.. ვიცვლებით გვეცვლებ ფორმა,სუნი,ფერი შეგრძნება დილის,შუადღის,ღამის, საერთოდ დღის... ყველა კარადის კარი ღია მრჩება და მჭირდება მზე ყველა ჩემი დაობილი ფიქრის გასაშრობად...
ქალაქის გასწვრივ კი თვლა მარტივია ... რადგან კენტი და ლუწი ციფრები უბრალოდ ერთმანეთს მოსდევს.. ამბობენ.. ვიცვლებით გვეცვლებ ფორმა,სუნი,ფერი შეგრძნება დილის,შუადღის,ღამის, საერთოდ დღის... ყველა კარადის კარი ღია მრჩება და მჭირდება მზე ყველა ჩემი დაობილი ფიქრის გასაშრობად...
ქალაქის გასწვრივ კი თვლა მარტივია ... რადგან კენტი და ლუწი ციფრები უბრალოდ ერთმანეთს მოსდევს..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|