ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2011


მაშინაც ასე წვიმდა

მაშინაც ასე წვიმდა,
მედექი ასე, წინ და
ჩუმად იღიმოდი.

მაშინაც მასველებდა...
იმ კოცნას გახსენებ და
ჩუმად იღიმები.

ცა... ცაზე გუაში...
არაფერ შუაში
ვარო,- იღიმები...

მაშინაც მელნისფერი
ლექსი შეიფერე,
ჩუმად იღიმოდი.

მაშინაც ასე წვიმდა
მედექი ასე წინ და
ჩუმად იღიმოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები