ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2011


*************


    უსიყვარულოდ ნუღარ გამიშვებ, 
მე ეს სიცოცხლე დამსიზმრებია.
ხელი შეახე დამთვრალ კლავიშებს
როცა ფოთლები ტოტებს სწყდებიან.

ეს ჩემი სული თავს რომ აიშვებს
ცით უცნაური სევდის ხმებია.
წასულ სიცოცხლეს ხელით ვანიშნებ
სიკვდილის პირას გამღვიძებია.
                                           
                              ზაალ ჯალაღონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები