ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2011


როცა მუზა მოდის

როცა მუზა მოდის,
მაშინ უნდა წერო,
როცა გემღერება,
უნდა დაამღერო.

როცა დარდი მოთოვს,
ცრემლი უნდა ღვარო,
თუ ცხოვრება გაცლის,
უნდა    გაიხარო.

როცა ბედი გიგებს,
ამ ცხოვრების ხაფანგს,
მაშინ უნდა მიხვდე,
წუთისოფლის ავ-კარგს...


როცა ქარი არხევს,
სიმფონიურ რიტმებს,
მაშინ უნდა ჩასწვდე,
გადარეულ სიტყვებს.

როცა მზე ამოდის,
როცა ღამე დგება,
მაშინ მოდის მუზა,
და მეც მემღერება.                                                                                                    სევდიანი მოქმით,
ლექსში იფერფლება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები