ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2011


********

ქარში გაფანტულ ფოთლების სევდას,
თითქოს დაჰყურებს განგება მკაცრი.
ფიქრები როგორც ჩიტები სხედან,
დაკარგულს როცა დაეძებს კაცი.
მახლობელია ერთი ვარსკვლავი,
დილის შუქია თუ ცა დაისის.
დაკარგულის თუ დასაკარგავის,
ყველა ტკივილი ჩემში გაივლის.

შემოვაცილე სახეს ნიღაბი,
სიცოცხლისათვის შენ რომ მაძლევდი.
ქორონიკონებს თავი მივანდე,
ათასწლეულებს გადავაცქერდი.
დავიწყებიდან კვლავ დაბრუნებით,
ყველას გვეწევა ბოლოს ცდუნება.
თავს გაიცხადებს ერთხელ სრულებით,
განგებ მალული კაცთა ბუნება.
და იკარგება ასე მიზანი,
სული უცხო ხმას აღარ ერგება.
და გასავლელი გზა ნათლისანი,
ბეწვის ხიდია სულაც ეგება.
       
                    ზაალ ჯალაღონია
                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები