 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 9 სექტემბერი, 2011 |
შავი დანა და ნახშირით, შუბლ-ნიკაპ, ლოყებს ჯვარს გაცხებ, და ბებოს ტკბილი ჩურჩულით, ავ ძალას, მყის დავამარცხებ. შუაღამისა ბინდისასას, უჟმური ტყედ მოდიოდა, ტანგრძელ-შლილ დიდ ყავარჯენსა, ბოროტის სუნი სდიოდა. დაუხვდა მას ღვთისმშობელი, და ჰკითხა სად მიდიხარო? პასუხი იყო უტიფარ, ბალღების საშინებლად და დედ-მამის სატირებლადო. - ბალღებს ვინ გატირებინებს, - ეშმაკის შენ მოციქულო? - დაგცემენ შავტარ დანასა, - გადმოგადენენ შანასა! იყო პასუხად ღვთისშობლის, ფეხით დაქუსლა უჟმური, წმინდა გიორგიმ დაგწყევლოს! ბალღს მადლი ჩემი, და რგება ღვთის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მიყვარს ბებოს ჩურჩული...:) მიყვარს ბებოს ჩურჩული...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|