 | ავტორი: ინია ინია ჟანრი: პოეზია 14 სექტემბერი, 2011 |
მე მინდა ვიგრძნო შენი ენის ქვეშ დამალული ქალაქის გემო.. შენი თმებიდან აყოლილ სურნელს,ფილტვის იმ ნაწილში შევინახავ რომელსაც,წლების მერე როგორც მწეველს ამომაჭრიან... თუკი დარჩება შენს ქალაქში ჩემი სახლის ერთი სართული, რომლის კუთხის ფანჯარაში მუდმივად ენთება შუქი, ფილტვის ამოჭრილი ნაწილი აღარ იქნება საჭიროება... ეს თავდაცვის ინსტიქტია...
მე მინდა შეგეზარდო როგორც მოძრავი მიწის ქანი, და ჩემი უნდაბოსავით დახეთქილი ხელები, შენით მოვრწყო...
დამშვიდობებისას,ჩვევად გვაქვს ერთმანეთის მხრებზე მკლავების შემოჭდობა.. და ეს წრე იმდენად ვიწროა რომ შენც ვერ ეტევი.. მე ეს სივიწროვე და იძულება მართობს... და მესმის შენი სისხლძარღვებიდან რიტმი... თრობა აადვილებს სუნთქვას და გვაიძულებს ვიყოთ გულწრფელი...
რაც გინდა მთხოვე მე ყველაფერზე ვიტყვი ალბათ... და მერე წადი...
მე შემიძლია გითვალთვალო უხილავი ტალღების შუქზე... შენ კი შენი ნერწყვით გამლღვალ ქალაქს უნებლიედ ჩაყლაპავ,ისე რომ ვერც მიხვდები შენი ზრდის მიზეზს ჩემში...
როცა ორნი უნებლიეთ ხვდებიან მოძრავ ფიქრებში, მოძრავ ქუჩებში, მოძრავ სიზმრებში, მოძრავ სინანულში,,,, დაკავებულ სკამთან, დაკავებულ საწოლთან... დაკავებულ მკლავებთან... დაკავებულ სახლებთან ენის ქვემოთ... ერთი ყოველთვის აშენებს.. მეორე კი ყლაპავს....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მიკვირს აქამდე რატომ არ მქონდა ეს წაკითხული... + 5 მიკვირს აქამდე რატომ არ მქონდა ეს წაკითხული... + 5
6. როცა ორნი უნებლიეთ ხვდებიან მოძრავ ფიქრებში, მოძრავ ქუჩებში, მოძრავ სიზმრებში, მოძრავ სინანულში,,,, დაკავებულ სკამთან, დაკავებულ საწოლთან... დალავებულ მკლავებთან... დაკავებულ სახლებთან ენის ქვემოთ... ერთი ყოველთვის აშენებს.. მეორე კი ყლაპავს.... როცა ორნი უნებლიეთ ხვდებიან მოძრავ ფიქრებში, მოძრავ ქუჩებში, მოძრავ სიზმრებში, მოძრავ სინანულში,,,, დაკავებულ სკამთან, დაკავებულ საწოლთან... დალავებულ მკლავებთან... დაკავებულ სახლებთან ენის ქვემოთ... ერთი ყოველთვის აშენებს.. მეორე კი ყლაპავს....
5. გახარების რა გითხრათ თენგიზ ძია მარა გვახარება შეიძლება იყოს მაქანე საცხა.... გახარების რა გითხრათ თენგიზ ძია მარა გვახარება შეიძლება იყოს მაქანე საცხა....
4. არა ბიძი, გენიალურობამდე ჩემგან ისე შორსაა, როგორც აქედან კიტაია. გენიალური შენია და იმიტო დამაწერია მეც რაცხა ბოთაობები. გააგრძელე მასე, შენც გეიხარებ და ჩვენც. არა ბიძი, გენიალურობამდე ჩემგან ისე შორსაა, როგორც აქედან კიტაია. გენიალური შენია და იმიტო დამაწერია მეც რაცხა ბოთაობები. გააგრძელე მასე, შენც გეიხარებ და ჩვენც.
3. ვახ თენგიზ ძია ,დიდი მადლობა ახალი მოტივებისთვის ...თქვენი ბერვად მუსიკალურია და რათქმაუნდა გენიალურიც :) ვახ თენგიზ ძია ,დიდი მადლობა ახალი მოტივებისთვის ...თქვენი ბერვად მუსიკალურია და რათქმაუნდა გენიალურიც :)
2. გევედი ბალკონზე, მოვწიე (რათქმაუნდა) ხო და დაამატეთ საცხა ეს სტროფიც რა - ვარდისფერი ტრუსიკი მკლავს.
მერე იმფერი მაგარი მემეჩვენა ჩემი გოგრა რო დავსწერე (კვლავ ჯემალიზმი) ზედ შემდეგი:
მართლა რა მაგრად იცი ფარცხვა, შენ დეიკარგე თენგიზა საცხა, დიდ კატას (ლომი ჩვენებურად) გაბედონ და გითხრან აცხა, არ დაგავიწყდეს ძამიკო აცრა. სადაც არა სჯობს, იქ გიჯობს გაცლა.
ეგიც რეპი არ გეგონოთ, ეგი კლასიკაა. გევედი ბალკონზე, მოვწიე (რათქმაუნდა) ხო და დაამატეთ საცხა ეს სტროფიც რა - ვარდისფერი ტრუსიკი მკლავს.
მერე იმფერი მაგარი მემეჩვენა ჩემი გოგრა რო დავსწერე (კვლავ ჯემალიზმი) ზედ შემდეგი:
მართლა რა მაგრად იცი ფარცხვა, შენ დეიკარგე თენგიზა საცხა, დიდ კატას (ლომი ჩვენებურად) გაბედონ და გითხრან აცხა, არ დაგავიწყდეს ძამიკო აცრა. სადაც არა სჯობს, იქ გიჯობს გაცლა.
ეგიც რეპი არ გეგონოთ, ეგი კლასიკაა.
1. განჯუბას, განჯუბას, ამ დილაზე ნუ მეტყვი ვარს, ნუ გაყვები სხვაგან სხვას, ჩემთან დარჩი და არ მევკლავ (ჯემალიზმი) თავს, მერე გავაწყობ გუთანს და კავს, სულ გადავხოტრი მიშას თავს (პრეზიდენტზე არ იფიქროთ, თუარა, მეც დამიჭერენ, თქვენც დაგიჭერენ, ტრიფონასაც კიდო), ეს მოტივი რეპს არ გავს? დოუძახეთ მაშვინ ლექსენას... დასასრული. განჯუბას, განჯუბას, ამ დილაზე ნუ მეტყვი ვარს, ნუ გაყვები სხვაგან სხვას, ჩემთან დარჩი და არ მევკლავ (ჯემალიზმი) თავს, მერე გავაწყობ გუთანს და კავს, სულ გადავხოტრი მიშას თავს (პრეზიდენტზე არ იფიქროთ, თუარა, მეც დამიჭერენ, თქვენც დაგიჭერენ, ტრიფონასაც კიდო), ეს მოტივი რეპს არ გავს? დოუძახეთ მაშვინ ლექსენას... დასასრული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|