ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: იუმორისტული
16 სექტემბერი, 2011


სიზმარი

წუხელის ვაჟი მესიზმრა,
ვაჟი მესიზმრა ვაჟური.
შენმა მზემან და მზემ მისმა!
კაც იყო სხივთა ნაჟური.
ტანთ ეცვა ძოწის პერანგი,
არ გაგონილა არსადა;
ღმერთო: სიზმარი შემარგე,
არ გადმიქციო ფარსადა.
თმა ჰქონდა ოქროცურვილი,
თვალები – თმისა დარები.
მე მქონდა ერთი სურვილი,
არავის შესადარები:
მინდოდა, ცოლად ვეთხოვე,
არც ის არ იდგა უარზე,
არ მიყვარს კაცი მედროვე,
ვინც სახეს ფარავს ნიღაბში.
მინდოდა, გავეტაცნე და
არ მომეხედა უკანა;
წამს ხელში ავეტაცნე და
თუნდ გავხდებოდი მსუქანა.
მაგრამ გამხდარი ვიყავი
სიზმარშიაც და ცხადშიაც.
ამას რად უნდა ნიძლავი,
ეს ცხადი განაცხადია.
მაშ, გაუმარჯოს გამხდარსა
ქალსა და მისვე ვაჟასა!
ჩანგალზე ევლოთ, ქორწილში,
სულ არ ხმარობდნენ ხანჯალსა.
ისევ დავლოცავ იმ ვაჟის
გონის სისხარტეს და ჯანსა.
15.09.11.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები