ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2011


ეძებე

               
სადღაც ქალაქები ქუჩას იზომავენ სულის დასაფარად,
ცაა მოკაზმული ხილის ტორტივით და არ ჩანს განაპირა
ზღვა თუ ქვიშიანი, სველი სანაპირო, თითქოს თავსაფარი
გახდა ღრუბლიანი ზეცა, გაწვიმება რადგან დააპირა.

სადღაც კაეშანი დაძრწის მგელივით და სული ეხუთება,
წვიმა სანთელივით მიწას ეღვენთება, შრება დაოსილი,
ქუჩებს ფოთოლი კი რკინა მაგნიტივით ისე ეხუტება,
რომ ჩანს ყველაფერი ერთად არეული ერთი ქაოსივით.

უკვე მერამდენე ქუჩა მოიზომა არ ჩანს შესაფერი
არც გზა, არც ხეები, ქალაქს სიშიშვლეში განცდა ემატება
რაღაც სიმარტოვის, რაღაც უშვილობის და თავშესაფარი
არ აქვს ბოშასავით, არ აქვს სამშობლო და მაინც ენარტება.

შენ კი ხელს შორიდან იქნევ, ქუჩებია ახლა უპატრონო,
შენი სამშობლო კი სადღაც ჩაძირული გემის ნაფოტია
რადგან გაიქეცი, რადგან მიატოვე და ვერ უპატრონე,
ახლა ვერც იპოვი რადგან ქუჩებივით სული დაფოთლია.

სადღაც ქალაქები ქუჩას იზომავენ სულის დასაფარად,
ცაა მოკაზმული ხილის ტორტივით და არ ჩანს განაპირა
ზღვა თუ ქვიშიანი, სველი სანაპირო, თითქოს თავსაფარი
გახდა ღრუბლიანი ზეცა, გაწვიმება რადგან დააპირა.

ეძებე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები