ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანდა გოდერძიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2011


მათხოვე სხეული.......

***


მე არ ვარ შენსავით ნაზი და ქალური
და არც შენებურად ვასხივებ განთიადს
მინდა საღომოსთვის რაღაც დაქალური,
გთხოვო და უარი არ მითხრა....


მინდა საღამოსთვის შენი ხმა მათხოვო,
შენი ხმა ყველას და ყველაფერს იზიდავს
მე კი სიყვარულის და სითბოს მათხოვარს_
ხომ იცი, ვერავინ ვერ მამჩნევს ისედაც...


მინდა რომ ჩამაცვა ეგ შენი სხეულიც,
შენც იცი, ჩემსაში ვერ მამჩნევს ვერავინ,
მინდა შენი თმებიც ახვევ-დახვეული
თვალებიც მზესავით ცხელი და ფერადი...


მინდა, რომ მოვხიბლო მაგ შენი ქალური
ღვთაებრ სხეულით სამყარო ამ ერთხელ
ეს ერთი თხოვნა მაქვს შენთან დაქალური,
არ მითხრა უარი,
უარი არ მითხრა!.....


გთხოვ, ერთი საათით მათხოვე სხეული
ხომ ხედავ ასეთს რომ არავინ არ მამჩნევს,
ერთი წამით მაინც ხელგადახვეული,-
მეც მინდა ვიყო, რომ სიძულვილს გადავრჩე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები