ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აისბერგი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2011


თოვლი

მოულოდნელი სტუმარივით დამეცა თავზე.
ამ სითეთრეში მემუქრება ზეცა პირქუში...
შეკარი გუნდა-იმედებით და რწმენით სავსე,
სასოწარკვეთილ ჩემს სამყაროს ესროლე შუბლში!

ვისუნთქო თოვლი, ჩავიხუტო სითეთრე უნდა,
საკუთარ ნებით ჩავიმარხო ბროლის ნამქერში...
შენი ღიმილის, შენი სულის შეკარი გუნდა-
მოულოდნელად, უცაბედად მტყორცნე სახეში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები