ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2011


სიცოცხლის აზრი

სევდიანია ცხოვრება მაგრამ,
სიცოცხლე მაინც რწმენით ივსება,
ჭექა-ქუხილი გაისმის მძაფრად,
გარეთ წვიმს, ზეცა ცრემლად იღვრება.

ყოველი წამი წუთისოფელის,
არის გამოცდა ადამიანის,
ცოდვის და მადლის ორომტრიალი,
ლამაზ სიცოცხლეს, ნელ-ნელა გვაცლის.

თუ არ იტანჯა, ამ ქვეყნად კაცი,
არ გამოსცადა დროის დინება,
ის ვერ გაიგებს, სიცოცხლის აზრი,
თუ რა ძალუმად მოედინება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები