ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2011


დაგვიანებული ლექსი ქეთის



შენ უკვე დიდი ხარ ქეთ...
და მაინც გინდა,
ისევ მოგწმინდო თვალებზე ცრემლი
როგორც მაშინ,
დიდი ხნის უკან,
როცა ხელებ ჩაკიდებულები დავდიოდით ქვიშიან სანაპიროზე
და ბავშვობა გყავდა დარაჯად...
საღამოობით,
როცა ჩემს კალთაში დებ თავს,
ბავშვობას ისიზმრებ ციცინათელების ქვეყნიდან,
მოგონებების ყელსაბამზე კინძავ დაუბრუნებელ დღეებს
და გულზე მკიდებ...
გინდა წლებით დამძიმებული ტკივილები დამიყუჩო
და მეც ბავშვობაში დამაბრუნო,
თუნდაც ცოტა ხნით..
შენს თვალებში ბავშვობის სიზმრების მონატრება
და ჩემი დაკარვის შიშია ქეთ...
როგორ გაპარულა წლები,
მოდი,
ჩამკიდე ხელი და შემოუდექ ყავარჯნად ჩემს სიბერეს,
რომ ისევ დააჩნდეს ქვიშას ჩვენი ნაფეხურები...
შენ ხომ ჩემში ხარ,
მე - შენში...
დაბადებიდან დასასრულამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები