ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2011


მომნატრებიხარ

მომნატრებიხარ




მომნატრებია მე ჩემი მხარე,
დედის ღიმილი მომნატრებია,
გუშინ საღამოს მამა მესიზმრა,
დღეს კი...
ჩემი ძმაც მომნატრებია!
მომნატრებია ცელქი ბავშვობა,
დედის კალთაში ანცი სიცილიც,
მომნატრებიხარ, როგორც არასდროს,
ყაზბეგის გოჩას, ვით თვისი შვილი!
მომნატრებია ცეკვის დღეები,
ბავშვური ცრემლიც მომნატრებია!
მომნატრებია ბებიის კერძი,
ბაგეს ღიმილიც მონატრებია!
მომნატრებია მე რაჭის მთები,
მომნატრებიხარ,
მომნატრებიხარ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები