ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2011


*************


          სულ არ ვიცოდი,რომ უხსოვარი
წიაღიდან
გადმოსულხარ ჩემს შესახვედრად.
მაგრამ ბევრი რამ მეც გავიგე ვარსკვლავებიდან,
მათ ვერ დაგმალეს სამუდამოდ
ჩემი თვალისგან.
ო,მე რამდენჯერ მოგაყურადე
განთიადისას, მიმწუხრისას,ცით გამეგო
ფეხისხმა ჩუმი და ის ძახილი იდუმალი
რომ მოგიხმობდა.
არ ვიცი ასე, რამ დამამუნჯა,
ან აღტაცებამ რად მომკიდა უეცრად ხელი?
ჟამი დამდგარა მოვანების და ნეტარების,
ამ სიახლოვის ნექტარს უნდა დღეს
მივეძალო,
რომ სურნელება შევისუნთქო მზის
მოახლების.

          ზაალ ჯალაღონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები