ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2011


. . . არ ვარ პოეტი . . .

არ ვარ პოეტი, ეგ თქვენ მიწოდეთ,
მე თავს მივიჩნევ უბრალო მგზავრად.
თქვენ რაც იცით და გინდათ იცოდეთ
მე მოვიარე ათასჯერ ალბათ.

ვნახე წარსული, შავ-ბნელი აწმყო,
და ელვარება მომავლის სხივის.
მუზების ცეკვა გონებას ათრობს
და გული სკდება დუღილით სისხლის.

არ ვარ პოეტი, მე ვარ მთამსვლელი,
თქვენი გრძნობების მწვერვალებს ვებრძვი.
ვიღაცისთვის ვარ მხოლოდ გამვლელი,
ვიღაც კი ჩემგან სიყვარულს ელის.

არ ვარ პოეტი და არც ვიჩემებ,
მე მხოლოდ შენთვის დავიწყე წერა.
მაგრამ შენ გული გადამიკეტე
და სხვის გულებში დაგიწყე ძებნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები