მანტიად სიყვარული მოვისხი; ფრთები მქონდა, მაგრამ რა ფრთები… მე ვიქადნებოდი გაფრენით; ვდიოდი თმაში სარჭით მოლისფრით.
ზეცაში ავიხედე, სულ ღია თვალები დარჩენოდა კაბადონს; ალბათ, მე მერამდენედ დამათოვს; თუმცა, ცა თუ იქნება გულღია.
ეს იყო უჩვეულო შეხვედრა, – შეყრა აისის და დაისის; თუმცა, ჯერ ადრე იყო მაისი, მაინც მზე მთვარეს ასე შეხედავს.
შეხედავს და უამბობს ამინდზე, რომელიც ჯერ არ გადაწყვეტილა. ეს იყო ენკენისთვე. ზეპირად, ერთბაშად, სხაპასხუპით გავრითმე.
ეს იყო პაემანი ზეცაში: მზე მთვარეს ეხვეოდა ღრუბელში! არ გინდა, ამაოა, ნუ ხვნეში! გაფანტეს სულ მიწის კაეშანი…
მზე იყო თვის ზენიტში გაპარვით, დღე ღამეს შეხვედროდა ფარულად; ეს იყო შეხვედრა მოარული ორი მისტიური ვარსკვლავის.
ნეტავ, სხვამ ნახა მათი ამბორი? მირონი რომ სდიოდათ ზეციდან … ცა იყო ლურჯი, ამას გეტყვი, და არ ჰგავდა გამოგონილ ნაამბობს…
არ გჯერათ? დაიჯერეთ, ელანძე! მგონი, სხვებს არ ენახოთ არასდროს, ალბათ, კვლავ გავა კიდეც რაღაც დრო, ჯვრისწერა კვლავ შედგება ზეცაში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რითმებს რაც შეეხება, პირველი მეოთხეს ერითმება, მეორე კი მესამეს... რითმებს რაც შეეხება, პირველი მეოთხეს ერითმება, მეორე კი მესამეს...
12. მადლობა, საყვარელო! მიხარია, რომ ასე ფიქრობ! მადლობა, საყვარელო! მიხარია, რომ ასე ფიქრობ!
11. ავტორი: უმა თურმანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
16 ოქტომბერი, 2011
თანდათან წინ მიდიხარ...
ავტორი: უმა თურმანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
16 ოქტომბერი, 2011
თანდათან წინ მიდიხარ...
9. არა, ეს მართლაც სასწაული იყო: მზის დაბნელება არა: მზე და მთვარე ერთად დავინახე ღრუბელში, თანაც შუადღით, დღისით, მზისით. მართლა სასწაული იყო. არა, ეს მართლაც სასწაული იყო: მზის დაბნელება არა: მზე და მთვარე ერთად დავინახე ღრუბელში, თანაც შუადღით, დღისით, მზისით. მართლა სასწაული იყო.
8. ალბათ, მზის დაბნელებაზე წერია ხატოვნად, ოღონდ ლექსად არა :) მეტაფორები მომეწონა, რითმები - არა. ალბათ, მზის დაბნელებაზე წერია ხატოვნად, ოღონდ ლექსად არა :) მეტაფორები მომეწონა, რითმები - არა.
7. ამ ლექსს, როგორც იტყვიან, ხოლმე, მიბრუნება სჭირდება. ძალიან ბევრი ტრივიალური, გაცვეთილ-გახუნებული "ნაჭერი აქვს დაკერებული". ჩემი მოკრძალებული აზრით, თუკი ავტორი,( მინდა ვთქვა, რომ ნიჭიერი ავტორი,) არსებული "სიძველეებისაგან გაანთავისუფლებს" თითქმის გულჩაშენებულ ლექსს, მაშინ, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი და ლამაზი ლექსი გამოვა. რაც ვთქვი, საწყენად არ მითქვამს. წარმატებები. ამ ლექსს, როგორც იტყვიან, ხოლმე, მიბრუნება სჭირდება. ძალიან ბევრი ტრივიალური, გაცვეთილ-გახუნებული "ნაჭერი აქვს დაკერებული". ჩემი მოკრძალებული აზრით, თუკი ავტორი,( მინდა ვთქვა, რომ ნიჭიერი ავტორი,) არსებული "სიძველეებისაგან გაანთავისუფლებს" თითქმის გულჩაშენებულ ლექსს, მაშინ, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი და ლამაზი ლექსი გამოვა. რაც ვთქვი, საწყენად არ მითქვამს. წარმატებები.
4. ზედმეტად ღრმაა ალბათ ჩემთვის:) ზედმეტად ღრმაა ალბათ ჩემთვის:)
3. ჰო, აშკარად ცუდი ვარ :(
ჰო, აშკარად ცუდი ვარ :(
2. არ გჯერათ? დაიჯერეთ, ელანძე! მგონი, სხვებს არ ენახოთ არასდროს, ალბათ, კვლავ გავა კიდეც რაღაც დრო, ჯვრისწერა კვლავ შედგება ზეცაში.
ეს განსაკუთრებით მომეწონა კარგი ხარ უმა....
+++ არ გჯერათ? დაიჯერეთ, ელანძე! მგონი, სხვებს არ ენახოთ არასდროს, ალბათ, კვლავ გავა კიდეც რაღაც დრო, ჯვრისწერა კვლავ შედგება ზეცაში.
ეს განსაკუთრებით მომეწონა კარგი ხარ უმა....
+++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|