ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანდა გოდერძიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2011


გამირბი სისხლივით.......

****


გამირბი სისხლივით
გადაჭრილ ვენიდან,
მეც სულ თან დაგყვები
ბავშვივით პატარა,
ხომ იცი უშენო დღეებს რომ ვერ ვიტან,
ხომ იცი!-
უშენოდ ან რატომ მატარებ....


ხომ იცი , უშენო ოცნებაც არ მიყვარს,
ვიძინებ,-სიზმრებში მაინც რომ ამიხდე,
გრძნობა ისეთია,- ხან ცაში აგიყვანს,
ხან კი შეიძლება ტკივილად გაგიხდეს....


ხომ იცი, მწყურიხარ,
წყურვილს ვერ გადავრჩი,
ნუ მტოვებ სისხლივით-
ვენიდან გადაჭრილ.....


ნუ მტოვებ, ხომ იცი,
რა ძლიერ მიყვარხარ,
მაგრამ სისხლი  მდის და....
სისხლს
ჩემგან
მიყავხარ.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები