 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 3 ნოემბერი, 2011 |
–გაიგეთ? ამ ქუჩის ბოლოს გუშინ რა მომხდარა? –რა? რა მოხდა? –თავი ჩამოუხრჩვია –დასანანია... მიკრო ავტობუსში სიჩუმემ დაისადგურა...
* * * მე ყოველდღიურად მიწევს ამ ქუჩის გავლა. ყოველ გავლაზე ვფიქრობ რომ იმ სახელწოდებისთვის, რაც მას ჰქვია, საკმაოდ პატარაა, არადა რას არ ნახავ აქ... თავდაპირველად განვიცდიდი, ფანჯრიდან თვალს ვაყოლებდი დანახულს და გულიც გამალებით მიცემდა, მერე მინდოდა მეთქვა რანე, ან მეყვირა, ან, ან არვიცი... მაგრამ აი დღეს რატომღაც დავფიქრდი და მივხვდი, რომ სულერთი გახდა. ჩვეული გულგრილობა მეწვია და ჩემში მხართეძოზე გაიშხლართა. დასანანია...
დღე N1
მარჯანიშვილზე სარემონტო სამუშაოები გრძელდება. გზა გადაკეტილია. ყოველდღე გაორმაგებული გზით მიდის დანიშნულების ადგილამდე ნომერ 40 “მარშუტკა“. პირველივე დღეს მომხვდა თვალში ჩიხი სახელწოდებით: „კონსტიტუციის ქუჩა...“ საინტერესოა ვინ, ან რატომ გადაწყვიტა, რომ ქუჩისთვის კონსტიტუციის სახელწოდება მიენიჭებინა?! ამაზე ბევრი ვიფიქრე და პასუხს მაინც ვერ მივაგენი. კონსტიტუციის ქუჩა
დღე N2
5 ნომერში გაბზარული კედლებით სახლი დგას, ფანჯრები თითქმის მიწიდან ეზრდება. ყველა ფანჯარა ისეთი უბადრუკი შესახედაობისაა, რომ გეგონება ცხოვრებამ ძველი შალის ჯემპრივით დაარღვია. ერთადერთ ფანჯარაში ყოველდღე ვხედავ ვარდისფერ სათამაშოს, დათუნიას. დროისგან ბეწვი ჭუჭყიანი დაგახუნებული აქვს, ადამიანებზე უფრო დაღლილი სახე... ეს ერთადერთი ნათელი წერტილია ქუჩის. სათამაშო
დღე N 3 მიკრო ავტობუსი რამდენიმე წამით გაჩერდა, მგზავრის ასაყვანად. ე.წ. „მარშუტკაში“ ხითითი გავიგონე. თვალი მოვავლე, მზერა გავაყოლე მზერებს და გარეთ კაცი დავინახე. იდგა და კარატეს ილეთებს აკეთებდა, მთელი მონდომებით. ალბათ ძველი კარატისტი იყო, რავიცი... ბავშვები სულელური სახეებით შეჰყურებდნენ. უხაროდათ დილიდან გასართობს რომ გადაეყარნენ და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სიცილით მისჩერებოდნენ. თან რაღაცას ეუბნებოდნენ, ვერ გავიგე რას... ის კი აგრძელებდა... ერთ–ერთმა მგზავრმა ხითხითს მოუმატა. გვერდით კბილი ჰქონდა ამორებული და ღრძილი გამოუჩნდა: –გიჟა – ჩაიჩიფჩიფა და თვალი მოვარიდე. მგზავრი კაცს დასცინოდა, მე მგზავრი შემებრალა, არვიცი რატომ...
დღე N4 ჩემი ყურადღება მოხუცმა ქალმა მიიპყრო. ალბათ ადრე ლამაზი ქალი იქნებოდა, წელში გამართული იყო ახლაც, გამხდარი, საკმაოდ ლამაზი ტანით და მაღალი... რაღაცაზე, ან ვიღაცაზე გაბრაზებული, ყველა გამვლელ ავტომობილს აფურთხებდა, თან რაღაცას იძახდა გამალებით, თუ ყვიროდა არვიცი. მოპირდაპირე მხარეს მდგომი ხალხი გაჩერებაზე, თვალს არიდებდა, ვითომ ვერაფერს ხედავდნენ და არაფერი ესმოდათ. სახეზე ნაცნობი გულგრილობით, გაშტერებული მზერით ელოდნენ შესაბამის „ნომერს“.
დღეN 5 ის ქალი დღეს ეკლესიასთან დავინახე. მშვიდად იჯდა და მათხოვრობდა. ის აგრესია და სიბრაზე სადღაც გამქრალიყო. ეკლესიიდან გამოსულმა გოგონამ ხურდა გაანაწილა. ცოტა მას მისცა, ცოტაც გერდით მჯდომ მათხოვარს. მოპირდაპირე მხარეს მდგომი ხალხი გაჩერებაზე, თვალს არიდებდა, ვითომ ვერაფერს ხედავდნენ და არაფერი ესმოდათ... სიბრმავე უარესია თუ სიყრუე? – გავიფიქრე და მერე ისევ ბევრი ვიფიქრე ამაზე. პასუხი არვიცი..
დღე N6 მოხუცი ქალი ნელი ნაბიჯებით მიდის. ეტყობა სიარული უჭირს. გვერდით არავინ ახლავს. სახე ფიქრებისგან ერთიანად დანაოჭებია ისედაც დანაოჭებულს. მე ვფიქრობ, არა, უფრო მაინტერესებს ასე როდის მიაღწევს სახლამდე? შეგრძნება დამეუფლა, რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯი სტკივა, უფრო სწორად სხეული სტკივა. მას კი არავინ ახლავს თან... იქნებ ჩამოვიდე და... უკვე გვიანაა, გავცდი, თანაც სამსახურში მაგვიანდება...
დღე N7 კუთხეში ძველი ნივთების მაღაზიაა. ძველი სარკეები, სკამები, მაგიდები და ათასი ხის ნივთია გამოტანილი. ნეტა ვინმე თუ ყიდულობს? ან თუ აინტერესებს ვინმეს? კაცებიც ნივთებივით გამოფენილან, ჯიბეებში ხელებით, რაღაცას უმტკიცებენ ერთმანეთს და როგორც ჩანს ხმამაღლა ყაყანებენ. მგონი ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჯერ კიდევ შეუძლიათ დამტკიცება, რაღაცის...
დღე N8 დღეს თვალში სხვადასხვა წარწერა მომხვდა შენობებზე რომაა გადმოკიდებული ან მიწერილი: „ფსიქოტროპილი აფთიაქი“, ფსიქიატრი... შიძლება 24 საათის განმავლობაში, მსურველები დაუკავშირდით ნომერზე: – – – – – – თუ გაგიმართლებთ მოხვდებით, თუ არადა ეს ქუჩა აიტანს. მთავარია ნება იყოს და რას არ აიტანს... გულში უკვე მეღიმება, მერე მბეზრდება და თვალებს ვხუჭავ... გვერდითა სკამზე გულგრილობა ჩამომიჯდა და გამიღიმა...
დღე N9 მგზავრები ერთმანეთში საუბრობენ: –გაიგეთ? ამ ქუჩის ბოლოს გუშინ რა მომხდარა? –რა? რა მოხდა? –თავი ჩამოუხრჩვია –საწყალი, დიდხანს კი იწვალა... შეიძლება უკეთესიც იყოს... 40-მა ნომერმა კონსტიტუციის ქუჩიდან გადაუხვია. მე გულგრილად გავიხედე ფანჯარაში და ასევე გულგრილად ვიკითხე: –როდის გაასვენებენ კონსტიტუციას? –რა მნიშვნელობა აქვს? წესს მაინც არავინ აუგებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. 8 კომენტარის არ იყოს მეც ამოგიჩემეთ.რა კარგად გადმოსცემთ ამ ყველაფერს.მაგარია 8 კომენტარის არ იყოს მეც ამოგიჩემეთ.რა კარგად გადმოსცემთ ამ ყველაფერს.მაგარია
9. ძალიან მომწონხარ :* ძალიან მომწონხარ :*
8. ამოგიჩემე :) ამოგიჩემე :)
7. საინტერესო ქუჩაა, სულ ერთი ციდა. საინტერესო ამბებით და საინტერესო ფიქრებით.
დავამატებდი: საინტერესო დაწესებულებებით :)
ისე, ხანდახან დავფიქრდები ხოლმე, ჯერ თუნდაც ეს პატარა ქუჩა რამდენს იტევს და ახლა მთელი თბილისის ქუჩები ერთად რამდენს იტევენ, რამდენ დარდს თუ სიხარულს. რამდენ საიდუმლოს
რა საოცარი რამაა ცხოვრება
საინტერესო ქუჩაა, სულ ერთი ციდა. საინტერესო ამბებით და საინტერესო ფიქრებით.
დავამატებდი: საინტერესო დაწესებულებებით :)
ისე, ხანდახან დავფიქრდები ხოლმე, ჯერ თუნდაც ეს პატარა ქუჩა რამდენს იტევს და ახლა მთელი თბილისის ქუჩები ერთად რამდენს იტევენ, რამდენ დარდს თუ სიხარულს. რამდენ საიდუმლოს
რა საოცარი რამაა ცხოვრება
6. ზოგი ჭირი მარგებელიაო...ასე რომ არ დაეწყო სიარული ტრანსპორტს, ამდენ რამეს ხომ ვერ ნახავდი და ვერ დაწერდი?:) ზოგი ჭირი მარგებელიაო...ასე რომ არ დაეწყო სიარული ტრანსპორტს, ამდენ რამეს ხომ ვერ ნახავდი და ვერ დაწერდი?:)
5. გვერდითა სკამზე გულგრილობა ჩამომიჯდა და გამიღიმა..
კარგი ნაწერია
–როდის გაასვენებენ კონსტიტუციას? –რა მნიშვნელობა აქვს? წესს მაინც არავინ აუგებს... გვერდითა სკამზე გულგრილობა ჩამომიჯდა და გამიღიმა..
კარგი ნაწერია
–როდის გაასვენებენ კონსტიტუციას? –რა მნიშვნელობა აქვს? წესს მაინც არავინ აუგებს...
4. მომეწონა მე...
ოღონდ დაღლილსახიანი სათამაშო რატომაა ნათელი წერტილი?.. სათამაშო, რომლითაც აღარავინ თამაშობს... :( მომეწონა მე...
ოღონდ დაღლილსახიანი სათამაშო რატომაა ნათელი წერტილი?.. სათამაშო, რომლითაც აღარავინ თამაშობს... :(
3. ძალიან მომეწონა...:-*
ერთ–ერთმა მგზავრმა ხითხითს მოუმატა. გვერდით კბილი ჰქონდა ამორებული და ღრძილი გამოუჩნდა: საშინელი სანახავი იყო...:)
სიბრმავე უარესია თუ სიყრუე? – გავიფიქრე და მერე ისევ ბევრი ვიფიქრე ამაზე. პასუხი არვიცი.. არც მე...:(
შეგრძნება დამეუფლა, რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯი სტკივა, უფრო სწორად სხეული სტკივა. მას კი არავინ ახლავს თან... იქნებ ჩამოვიდე და... ყირამალა ამდენ რამეს რომ ამჩნევ, ისე რას იზამ შენ?...:-* :-*
ფინალიც კარგი იყო...555 ძალიან მომეწონა...:-*
ერთ–ერთმა მგზავრმა ხითხითს მოუმატა. გვერდით კბილი ჰქონდა ამორებული და ღრძილი გამოუჩნდა: საშინელი სანახავი იყო...:)
სიბრმავე უარესია თუ სიყრუე? – გავიფიქრე და მერე ისევ ბევრი ვიფიქრე ამაზე. პასუხი არვიცი.. არც მე...:(
შეგრძნება დამეუფლა, რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯი სტკივა, უფრო სწორად სხეული სტკივა. მას კი არავინ ახლავს თან... იქნებ ჩამოვიდე და... ყირამალა ამდენ რამეს რომ ამჩნევ, ისე რას იზამ შენ?...:-* :-*
ფინალიც კარგი იყო...555
2. ეს დილით წავიკითხე. როდის გაასვენებენ კონსტიტუციას? –რა მნიშვნელობა აქვს? წესს მაინც არავინ აუგებს.'' ეს დილით წავიკითხე. როდის გაასვენებენ კონსტიტუციას? –რა მნიშვნელობა აქვს? წესს მაინც არავინ აუგებს.``
1. ირი... გვერდითა სკამზე გულგრილობა ჩამომიჯდა და გამიღიმა...
უჰ,როგორ მიხარიხართ,აქ:) ამ გვერდის მიმართ ვერასოდეს ვიქნები გულგრილი... წერე,რა,წერე...:) მე გვ ირი ლას გაჩუქებ:)))) ირი... გვერდითა სკამზე გულგრილობა ჩამომიჯდა და გამიღიმა...
უჰ,როგორ მიხარიხართ,აქ:) ამ გვერდის მიმართ ვერასოდეს ვიქნები გულგრილი... წერე,რა,წერე...:) მე გვ ირი ლას გაჩუქებ:))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|