 | ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია 3 ნოემბერი, 2011 |
ზუტად არ ვიცი, რა მინდოდა, შენთვის რომ მეთქვა, ზუსტად არ ვიცი, გავჩუმდები ამიტომ, ისევ... თვალებს დავხუჭავ ისევ ისე, პატარა როგორც ვცილობდი, ამით დავმალვოდი წარბშეკრულ დიდებს, და დაძაბული, დაჭიმული დაველოდები, დამთბება როცა, გამიღიმებ, გულში ჩამიკრავ... დაველოდები, რადგან ისევ სიზმრებში ვცხოვრობ და რეალობას კვლავ ვარიდებ ჩემთვის საფიცარს... ვისწავლი მერე უსინათლოდ ცხოვრებას, როგორც მანამდე სითბოს შევეჩვიე, ჩემთვის აუხსნელს, ხელის ცეცებით ვიმოძრავებ გალაქტიკებში და სმენას ყველა უცხო ბგერას გამოვარიდებ. დაველოდები ღიმილს, რომელს ისევე ვიცნობ, როგორც პატარა - მამის თბილ ხელს, მუცლადყოფნისას, დაველოდები... არ ვინანებ ბრმადყოფნის უკუნს, თუკი მოვაღწევ შენს მხრებამდე შენს არყოფნიდან.
ზუსტად არ ვიცი, რა მინდოდა, შენთვის რომ მეთქვა, გაჩუმებული ვდგავარ ისევ და ვხუჭავ თვალებს, ზუსტად არ ვიცი, რას გეტყოდი, რომ მართლა ჩემთან მოსულიყავი, ბრმადყოფილთან, და გეთქვა რამე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. სევდიანი ლექსია, თუმცა დადებითი ემოცია მოდის. სევდიანი ლექსია, თუმცა დადებითი ემოცია მოდის.
8. დარწმუნებული ვარ თუ ბევრს წერ მერე უფრო მომეწონება. გულწრფელი და სუფთა ნაწერია, დახვეწა უნდა. დარწმუნებული ვარ თუ ბევრს წერ მერე უფრო მომეწონება. გულწრფელი და სუფთა ნაწერია, დახვეწა უნდა.
7. თვალებს დავხუჭავ ისევ ისე, პატარა როგორც ვცილობდი, ამით დავმალვოდი წარბშეკრულ დიდებს,:(
რაღაცნაირია. ღრმა და სევდიანი . :( ძალიან კარგი ფუსუსუნა ხარ . თვალებს დავხუჭავ ისევ ისე, პატარა როგორც ვცილობდი, ამით დავმალვოდი წარბშეკრულ დიდებს,:(
რაღაცნაირია. ღრმა და სევდიანი . :( ძალიან კარგი ფუსუსუნა ხარ .
6. ზუსტად არ ვიცი, რა მინდოდა, შენთვის რომ მეთქვა, ვფიქრობ ყველაზე ზუსტი ეს არის...:) მომეწონა...არაფრით გადატვირთული, წაიკითხავ და ტავისუფლად შემოდის შენში ლექსი...:-* ზუსტად არ ვიცი, რა მინდოდა, შენთვის რომ მეთქვა, ვფიქრობ ყველაზე ზუსტი ეს არის...:) მომეწონა...არაფრით გადატვირთული, წაიკითხავ და ტავისუფლად შემოდის შენში ლექსი...:-*
5. თბილია და გულწრფელი. მოწონებით რა გითხრა ნაკლებად მომეწონა.წარმატებები.მედეს ვეთანხმები კარგი აურაა აქ ავტორის თბილია და გულწრფელი. მოწონებით რა გითხრა ნაკლებად მომეწონა.წარმატებები.მედეს ვეთანხმები კარგი აურაა აქ ავტორის
4. ზოგიერთი რითმა ვერ, მაგრამ მერე რა რომ მე ვერ:) წარმატებები. რაც შემიძლია ორიანია და დავსწერე:) ზოგიერთი რითმა ვერ, მაგრამ მერე რა რომ მე ვერ:) წარმატებები. რაც შემიძლია ორიანია და დავსწერე:)
3. :) გამეღიმა :) მადლობა, რომ "უ" არ დამიკარგეთ :) :) გამეღიმა :) მადლობა, რომ "უ" არ დამიკარგეთ :)
2. უ-იმე! შესაბამისად მატლობს-"უ" დამვარდნია და მოვიტანე:) უ-იმე! შესაბამისად მატლობს-"უ" დამვარდნია და მოვიტანე:)
1. თქვენს ნიკზე-"ფუსუსუნა" სულ პეპი მახსენდება,შესაბამისად მატლობს დადებითი ემოცია ამ გვერდზე..
დაველოდები ღიმილს, რომელს ისევე ვიცნობ, როგორც პატარა - მამის თბილ ხელს, მუცლადყოფნისას,
დავტოვებ აქ შეფასებას...:) თქვენს ნიკზე-"ფუსუსუნა" სულ პეპი მახსენდება,შესაბამისად მატლობს დადებითი ემოცია ამ გვერდზე..
დაველოდები ღიმილს, რომელს ისევე ვიცნობ, როგორც პატარა - მამის თბილ ხელს, მუცლადყოფნისას,
დავტოვებ აქ შეფასებას...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|