იმ დღესაც ამოვიდა მზე. ჰო, თითქოს ისეთივე დიდი, ყვითელი და სხივებიანი, მაგრამ ჩვენ იმ დღეს არ გავუთბივართ. ის სხვების მზე იყო, ან არავისი, არა ამ მსოფლიოში საერთოდ. ჩვენ ვუყურებდით და გვიკვირდა – ჩვეულებრივ, ზაფხულში სიგრილეს დანატრებულნი, ახლა სითბოს ვნატრობდით მისგან, მაგრამ როდი ვიღებდით, სულ ვერ ვიღებდით, და მზეც ანათებდა, უფრო თავისთვის, უფრო ზრდილობის გულისთვის. კარგია, რომ მზესავით ნათელი, თბილი და ზრდილობიანი იყოს კაცი და არა მხეცი – უსასტიკესი მხეცთა შორის და უსაშიშესი, ხეზე ხეშეში და რკინაზე უფრო მედგარი, ოღონდ რაღაცნაირად უჭკუოდ, უგულოდ, უსულოდ… და თანაც, რკინასავით რომ არიან, ამით ამაყობენ, ამით მოაქვთ თავი, ზემოდან დაჰყურებენ კაცობრიობას, უფრო სწორად, ასე უნდათ, რომ იყოს თავიანთ კოშმარულ ოცნებებში… მაინც, რა დაგარქვათ გმირო, უდრეკო, უგულო ვაჟკაცო? იქნებ, ჟელეზნინი, ან ბომბინი ან იქნებ ბეტეერინი? იმდენად მომხიბლული ვარ მისით, რომ სიამოვნებით დავაწესებდი ოსკარზე ამ პრემიას, მერე ნომინანტად წარვადგენდი და დიდი ზარ–ზეიმით დავკიდებდი ამ მეტად საპატიო ჯილდოს, თანაც აუცილებლად მის მშობლიურ, ჟღერად ენაზე ნომინაციაში Самый большой подонок. ჰო, ეს შენა ხარ, ძვირფასო და განუმეორებელო, უდრეკო და ფოლადზე უმტკიცესო ვლადიმირ, შენ შემოგევლოს სრულიად არარსებული მსოფლიო, შენს მიერ დახატული, ასე გამალებით რომ მისცურავ მისკენ. ის კი არ იცი, ნავში მარტო რომ ზიხარ და ერთ–ორი შტორმი დავიჯერო, არ წამოგეწევა? მადლია შენთვის, მადლი…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ნუთუ ვერ მიხვდი, ია? კომენტარებს გადახედე.მომნატრებიხართ ყველა. როგორ დაისვენეთ ხალხნო? მომწერეთ პირადში. ნუთუ ვერ მიხვდი, ია? კომენტარებს გადახედე.მომნატრებიხართ ყველა. როგორ დაისვენეთ ხალხნო? მომწერეთ პირადში.
23. ვინ გაიმეტე ასე? ვინ გაიმეტე ასე?
22. მეც მოგიკითხე, არტემიდ დაო! მე ხომ ცნობილი მანიპულატორი ვარ, სმიტ? (ვხუმრობ, რა თქმა უნდა) მეც მოგიკითხე, არტემიდ დაო! მე ხომ ცნობილი მანიპულატორი ვარ, სმიტ? (ვხუმრობ, რა თქმა უნდა)
21. კარგია, რომ მზესავით ნათელი, თბილი და ზრდილობიანი იყოს კაცი და არა მხეცი – უსასტიკესი მხეცთა შორის და უსაშიშესი, ხეზე ხეშეში და რკინაზე უფრო მედგარი, ოღონდ რაღაცნაირად უჭკუოდ, უგულოდ, უსულოდ…
მიკითხვა ჩემ დაქალოჩკას უმაჩკას:*:*:*:*:*:*:*:*:*: კარგია, რომ მზესავით ნათელი, თბილი და ზრდილობიანი იყოს კაცი და არა მხეცი – უსასტიკესი მხეცთა შორის და უსაშიშესი, ხეზე ხეშეში და რკინაზე უფრო მედგარი, ოღონდ რაღაცნაირად უჭკუოდ, უგულოდ, უსულოდ…
მიკითხვა ჩემ დაქალოჩკას უმაჩკას:*:*:*:*:*:*:*:*:*:
20. ოხ, როგორ მანიპულირებ (ხოლმე) სათაურებით :) ოხ, როგორ მანიპულირებ (ხოლმე) სათაურებით :)
19. ვაი, რომ არა! ვაი, რომ არა!
18. მზე ჩრდილოეთიდან ამოდის ა? მზე ჩრდილოეთიდან ამოდის ა?
17. გაიხარე, ჭაო დაო გაიხარე, ჭაო დაო
16. გულიანი ნათქვამია...მოუხდება...:) გულიანი ნათქვამია...მოუხდება...:)
15. ვუი, ვუი, ბოდიში. არ მახსოვდა. ნიკისგან გამომდინარე გითხარი... ვუი, ვუი, ბოდიში. არ მახსოვდა. ნიკისგან გამომდინარე გითხარი...
14. როგორც შენ ხარ უმა , მეც ასე ვარ მუხა, შარშან შენზე პატარა ვიყავ და ახლა ვარ ბებერი?! როგორც შენ ხარ უმა , მეც ასე ვარ მუხა, შარშან შენზე პატარა ვიყავ და ახლა ვარ ბებერი?!
13. ???? ღირდა კი დროის დაკარგვად იმ კაცზე ასე წერა? ???? ღირდა კი დროის დაკარგვად იმ კაცზე ასე წერა?
12. ეჰ, სხვა რაღა დაგრჩენია, ჩემო ბებერო მუხა? ეჰ, სხვა რაღა დაგრჩენია, ჩემო ბებერო მუხა?
11. მართლა მოფხანვაა.!!! მართლა მოფხანვაა.!!!
10. ენები და გულები, აშენდი, ანემონ! ენები და გულები, აშენდი, ანემონ!
8. ენებიც წავა :D ენებიც წავა :D
7. ვუი, გულები, გულები... მომეჭრა თავი!!! დედა, რაღა ვქნა! ვუი, გულები, გულები... მომეჭრა თავი!!! დედა, რაღა ვქნა!
6. რა გაცინებთ კახა ბატონო? :))) პირიქით რომ წერებულიყო, ის იქნებოდა სასაცილო :)))
ისე, პუტინი არის მგონი ჩვენს საიტზე დარეგისტრირებული და ჯობდა პირდაპირ დღიურში ჩაგვეწერა ეს მიმართვა მისთვის ერთი კვირა ნერვიულობა ზედ ქონდა გამოწერილი :) რა გაცინებთ კახა ბატონო? :))) პირიქით რომ წერებულიყო, ის იქნებოდა სასაცილო :)))
ისე, პუტინი არის მგონი ჩვენს საიტზე დარეგისტრირებული და ჯობდა პირდაპირ დღიურში ჩაგვეწერა ეს მიმართვა მისთვის ერთი კვირა ნერვიულობა ზედ ქონდა გამოწერილი :)
3. ვინ ვლადიმირი?პუტინი? კი გავიფიქრე რა ხდება ჩემ თავზე, რუსის ჯარი ხომ არ შემოსულა-თქო :D
''მზეც ანათებდა, უფრო თავისთვის, უფრო ზრდილობის გულისთვის.''
ვინ ვლადიმირი?პუტინი? კი გავიფიქრე რა ხდება ჩემ თავზე, რუსის ჯარი ხომ არ შემოსულა-თქო :D
``მზეც ანათებდა, უფრო თავისთვის, უფრო ზრდილობის გულისთვის.``
2. აბა, ლაშა, აბა! ხო მოგფხანეთ ცოტა გული? აბა, ლაშა, აბა! ხო მოგფხანეთ ცოტა გული?
1. უსულგულო არარაობა . . . უსულგულო არარაობა . . .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|