ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2011


ეძღვნება – გიზო ნიშნიანიძის ხსოვნას! კაცს, რომელიც ქალაქს ძალზედ დააკლდა!

ყველაფერს რას იტყვი, ანდა რას ჩამოთვლი,
ვერ ნახე შენ გემო სხვაგვარი სამოთხის,
ყავლი არ გასდის თბილისურ ბოჰემას,
გახდი მეკავშირე მრავალი თაობის.
შენ იმ ზღაპარს ცხადში შეესწარი,
სადაც ნიაზი და ტარაკანა მოცარტზე ლოთობდა,
ხოლო შემდეგ შეყვარებულს დაბადების დღეზე,
იმ ციცქნა ფიფქს უძღვნიდა,
მთაწმინდას თავზე ღამე თეთრად რომ მოთოვდა.
შენ და ბიჭები ერთად უმღეროდით,
ქალაქს, სადაც ძმაკაცობა “კრუგლოსუტოჩნია”,
სხვაგვარად არ მოსულა, ან სად გინახიათ,
“ზვანია” ვერელობის, საქმე “შუტოჩნია”?!
იქვე აბანოში კანტის უტოპია,
დილით ნაბახუსევს ტვინებს უპოვიათ,
ჭიქა არყის მერე, ბიჭებს, კანტს და ელვის პრესლის,
თითქოს დაყრუვდნენო, ერთმანეთის “ვაბშემც” აღარ ესმით.
მიქელანჯელო და კანტი ერთურთს შეიდარა,
არყის სინჯვაში ერთმა, ააყოლა ლაყაფი დინჯი,
იყო პასუხად: “ე, ბემურაზო შენ კანტის რა იცი,
ლეონარდო და ვინჩის არ იცი ინჩი-ბინჩი”.
მას მერე ჟამმა ბევრმა ჩაიარა,
იყო პირველი შეხვედრა - “პაემანი ვერაზე”,
შენი სახელი განა რებუსია,
ყველა ჭკუის მყოფელს დღეს ადგას ენაზე.
დღეთა მოსაგონრად წიგნიც დაგვიტოვე,
თბილი ღიმილით და ძნელი საშოვნელი,
თვალში-თვალთ ცქერას და ქურთი ძმის ყოლაზე,
ახლა გლდანში როა სანთლით საპოვნელი.
იასამნის ბაღზე და, იქ ნაბახუსევს
ბიჭებს რომ მასპინძლობდნენ დილით ასი გრამით,
სავსე გრძნობებით და დროის მონატრებით,
სამსახურში რომ გაგდებდნენ, თანაც მიმაგრებით.
დღეს კი ბოლო გზაზე ყველა მიგაცილებთ,
კაცს, ვინც შემოდგომის ქალაქს გულზე დაუთოვე,
მაგრამ პაემანით თბილისს და ვერაზე,
ნიაზი, ქართლოს, ლორთქი და ბიჭები,
სიტყვით უკვდავყავ და თაობებს დაუტოვე.
შენი დამარცხებით ვერვინ გაიხარა,
თბილისს სიყვარულში დაუცალე თასი,
შენ დღეს გამარჯვებით ბოლო გზას გაივლი,
და ყველას გვანახე “ვისში” პილოტაჟის კლასი.
აჰა, გარდმოგეხსნა ის სამოთხის კარიც,
სადაც ძმაბიჭები მოგელიან ყანწით,
სადღეგრძელო კვლავ იქნება უგიჟესობისა,
უდიდესობის და ბავშვობის ანცის!
დღისით და ღამით წრიალ-რიალში,
ღვინობის თვეში დაგვტოვე დილით,
ალიონს შეხვდა უშენოდ ვერა სადაც აკეთე საქმე კეთილი,
და ამ წასვლის დღეს ვით ეპილოგი,
თბილისზე დასვი ბოლო წერტილი.

23 სექტემბერი 2011 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები