ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2012


========= იცი სადაც მეძებო ==========

გახსოვს ვაშლი, სამოთხე,
ორი სიტყვა ბოტებით,
ეს  მე და შენ ვყოფილვართ,
შემოსილი ფოთლებით.

არვინ ღმერთს არ აყივნებს,
ვინც უფალის შვილია,
კარისკაცზე უჭკუოთ,
დაიყეფებს ფინია.

ჩვევად აქვს რომ ბრძოლისას,
ფრონტს დატოვებს კნავილით,
შემდეგ გაღმა გორიდან,
მიწას შესძრავს ქავილით.

მა ვის უნდა ვიფიქრე -
ღმერთის გმობას ფიქრობსო -
ვარდი მისი მოწყვეტა,
ძნელი რომ არ იყოსო.

სულ ზურგით ამოიტანს,
ქარი კაცთა სიკეთეს,
ნუ იკითხავ ნურასდროს,
კარგი რა გაგიკეთეს.

ნუ მოითხოვ ნურასდროს,
სხვისგან რაც გაუკეთო,
გაჭირვებულს არასდროს
კარი არ დაუკეტო.

აბა, რით არ მერჩიოს,
ჩემი სახლი უცხოსა,
როგორ გავცვლი მოსკოვში,
ჩარგალსა და მუცოსა.

მომარჩენდა დათრგუნულს,
ქალის ტუჩი, ბაგები,
მაგრამ არც ის იქნება
წითელი ქვით ნაგები.

შორი გზიდან მომიტანს,
სიო სოფლის საძოვრებს,
არაფერი ამქვეყნად,
ასე სახლს არ მაგონებს.

არსად ასე არ იძვრის,
გრძელკისერა ნაძვები,
შენც გიყვარხარ მაგრამ შენ
ასე არ გენატრები.

მე მიყვარხართ მიყვარხართ,
თქვენ ალაზნის ველებო,
კავკასიის მთებო და
თრიალეთის ქედებო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები