ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2011


მეტი არაფერი...

მე არაფერი არ მაქვს მეტი ამ ფურცლის გარდა,
ერთი მაგიდის, სამელნის და მტვრიანი სკამის,
დაღლილი დედის თვალებივით მდარაჯობს კართან
დაღლილი ქარი, დაგეშილი ფიქრები ღამის.

გამხმარი პურის ნამცეცივით ძირს ,მაგიდაზე,
ყრია ლექსები, და ცივ კედლებს სიცხე აქვთ ნუთუ?
გარეთ ვიღაცას ქარი ისევ ჩუმად იტაცებს
და მთვარე ხევის ნისლებივით აბოლებს თუთუნს.

მე ვწვები, მაგრამ ფურცლებს თეთრი კვალი აქვთ ისევ,
ხვალ მეცამეტედ გათენდება ყივილით მამლის
და უკვე სამჯერ უარყოფილ გზასა და სივრცეს
დედის რძესავით, ჩამოწყდება ნატანჯი რამლი...

და ბოლო ფურცელს ჩემი ბოლო სუნთქვა შეავსებს,
მაგრამ მე მხოლოდ თვალებს ვხუჭავ ფიქრიან ღამეს
და კვლავ ვმეტყველებ მხოლოდ ჩემთვის ნაცნობ ენაზე,
და ქარი აცლის მტვერს მაგიდას, სამელნეს, სკამებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები