გაჩერდი იარე. მერე რა თუ დღეს შენ იხრწნები, ან გაკვირვებული ისმენ უცხო სუნთქვას საკუთარ საწოლში, რომელიც ფერებად იხდენს შიშველ სხეულებს და მისთვის დრო უფრო სექსია, ვიდრე სიბერე.
ვიცი არანორმალურია ეს შენი გრძნობა, როცა შენს გვერდით წევს ვიღაც უცხო და იქ მდგარი სარკიდან მოჩანს მხოლოდ ხელები. ეს შენ არ ხარ !
გაჩერდი იარე, როცა ხვალ იქნება დღეს და ძველ ფოტოებში გიპოვნის ვინმე მეძავი. იარე ისე, თითქოს ყველაფერი იყოს პირველი, იარე მაშინ, როდესაც მოთოვს, მერე რა თუ ისევ არ ჩანს შენი ნაფეხურები. იარე, თუნდაც არ გქონდეს ფეხები და დასასრულიც არსად მოჩანდეს.
გაჩერდი იარე, მიუხედავად იმისა, რომ შენ უკვე დიდი ხანია დატოვე დედამიწა, და ეს ოთახი გაგონებს შემოდგომას, რომელიც ისიც კი არ იცი, სინამდვილეში იყო თუ მოგეჩვენა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. შენივე ლექსის მოტანა მომინდა, რაღაც სასტიკად:
იარე მარცხნივ..
იარე მარცხნივ, სანამ ანონიმურ ქალაქებში, კიდევ დადგავენ დრამატულ სპექტაკლს. ან რადიოში, შემთხვევით გაიგებ შენს ხმას და მოაგროვებ არგუმენტებს შარშანდელ ხედვებზე. იარე, როგორც გილდეშტერნი თრობისას. მოუყევი ყველას უამრავი აბსურდი სამოთხეზე, იქნებ შენც შეძლო გაფრენა მაშინ, როდესაც გაზეთები უკანასკნელად მიაღწევენ თბილ სანაპიროებს.
იარე მარცხნივ, როგორც კოსმოსში პირველად ვაგნერი. წყნარად გააყოლე თითები კვამლს სიგარეტის თითქოს ჰაერში მისდევდე კლავიშებს. შეცვალე ოთახში ფერები ღამით, ანდა ყველაფერს დაარქვი სარკე, რომ თუნდაც წუთით დაინახო შენში სამყარო.
იარე მარცხნივ, მერე რა თუ დღეს შენ წევხარ და შენზე მაღლა კიდევ ჰაერი. იარე, როგორც ქაღალდის პეპლები ქარში, ან როგორც იხრებიან მარტის შეშლილი რიცხვები. და როდესაც შენ მიხვდები, რომ შენ ეს გააკეთე, როდესაც ტვინში წყლად ჩაგექცევა თავთან დადებული შავი აპარატის სწორხაზოვანი კივილი, შენ იქნები ღმერთი, თეთრი პალატის ფლოიდური მელოდია !
ზოდიაკ...
შენივე ლექსის მოტანა მომინდა, რაღაც სასტიკად:

11. ვიცი არანორმალურია ეს შენი გრძნობა, როცა შენს გვერდით წევს ვიღაც უცხო და იქ მდგარი სარკიდან მოჩანს მხოლოდ ხელები. ეს შენ არ ხარ !
7 ვიცი არანორმალურია ეს შენი გრძნობა, როცა შენს გვერდით წევს ვიღაც უცხო და იქ მდგარი სარკიდან მოჩანს მხოლოდ ხელები. ეს შენ არ ხარ !
7
10. აუუუუუუ ჩემია...აი ძალიან მაგარი მართლა... რაც გინდათ თქვით...ეს არის ძალიან მაგარი...ფანტასმაგორიულია! 5 აუუუუუუ ჩემია...აი ძალიან მაგარი მართლა... რაც გინდათ თქვით...ეს არის ძალიან მაგარი...ფანტასმაგორიულია! 5
9. ნიკს იმდენად არასერიოზულად შევხედე, არ მეგონა აქ ასეთი საინტერესო რამ თუ დამხვდებოდა:)
ხოდა ამიტომ ვარ აქ კომენტარითურთ, მომეწონა,რაღაც ნაცნობისეული სახეები დავლანდე,მაგრამ იმასთან უფრო ხაზზეა გაწყობილი,აქ ალაგ-ალაგ ჩამიწყდა თხრობა:)
ნუ მოკლედ მომეწონაა და კეთილი იყო შენ აქ მოსვლა:)
ნიკს იმდენად არასერიოზულად შევხედე, არ მეგონა აქ ასეთი საინტერესო რამ თუ დამხვდებოდა:)
ხოდა ამიტომ ვარ აქ კომენტარითურთ, მომეწონა,რაღაც ნაცნობისეული სახეები დავლანდე,მაგრამ იმასთან უფრო ხაზზეა გაწყობილი,აქ ალაგ-ალაგ ჩამიწყდა თხრობა:)
ნუ მოკლედ მომეწონაა და კეთილი იყო შენ აქ მოსვლა:)
8. გაჩერდი იარე, მიუხედავად იმისა, რომ შენ უკვე დიდი ხანია დატოვე დედამიწა, და ეს ოთახი გაგონებს შემოდგომას, რომელიც ისიც კი არ იცი, სინამდვილეში იყო თუ მოგეჩვენა!
საინტერესოა :) 5 გაჩერდი იარე, მიუხედავად იმისა, რომ შენ უკვე დიდი ხანია დატოვე დედამიწა, და ეს ოთახი გაგონებს შემოდგომას, რომელიც ისიც კი არ იცი, სინამდვილეში იყო თუ მოგეჩვენა!
საინტერესოა :) 5
7. ვა! ჩემიანი გავჩითე :P
მომწონს მომწონს !
ვა! ჩემიანი გავჩითე :P
მომწონს მომწონს !
6. ჰიო, არის გაფანტული კარგი აზრები, მაგრამ მთლიანობაში ვერა. არადა ეს გრაფების ოჯახები მომწნონს რაღაც. 4 ჰიო, არის გაფანტული კარგი აზრები, მაგრამ მთლიანობაში ვერა. არადა ეს გრაფების ოჯახები მომწნონს რაღაც. 4
4. კაი აზრი დევს.
სადღაც ჩემეულს ვამსგავსებ..
უფრო სწორედ მეც ეგრე ვფიქრობ.... 5 ჩემგან კაი აზრი დევს.
სადღაც ჩემეულს ვამსგავსებ..
უფრო სწორედ მეც ეგრე ვფიქრობ.... 5 ჩემგან
3. გაჩერდი იარე. მერე რა თუ დღეს შენ იხრწნები, ან გაკვირვებული ისმენ უცხო სუნთქვას საკუთარ საწოლში, რომელიც ფერებად იხდენს შიშველ სხეულებს და მისთვის დრო უფრო სექსია, ვიდრე სიბერე.
მე მომეწონე:) აი შენც ჩემი მაქსიმუმი 2 გაჩერდი იარე. მერე რა თუ დღეს შენ იხრწნები, ან გაკვირვებული ისმენ უცხო სუნთქვას საკუთარ საწოლში, რომელიც ფერებად იხდენს შიშველ სხეულებს და მისთვის დრო უფრო სექსია, ვიდრე სიბერე.
მე მომეწონე:) აი შენც ჩემი მაქსიმუმი 2
2. პირველად რომ ვნახე ეს ორიგინალური რაღაცეები ლამის გავაფანატე . და მერე როცა ეს ორიგინალურობა და საინტერესობა ..ბანალურად აქციეს ანუ'' შენ არ ხარ!'' ''გაჩერდი აირე ''და'' ხვალ იქნება დღეს'' ''შენ უკვე დიდი ხანია მოკვდი '' ''ისიც კი არ იცი, სინამდვილეში იყო თუ მოგეჩვენა!''
იმდენ ავტორთან შემხვდა მსგავსი აზრები... 3 აქ... პირველად რომ ვნახე ეს ორიგინალური რაღაცეები ლამის გავაფანატე . და მერე როცა ეს ორიგინალურობა და საინტერესობა ..ბანალურად აქციეს ანუ`` შენ არ ხარ!`` ``გაჩერდი აირე ``და`` ხვალ იქნება დღეს`` ``შენ უკვე დიდი ხანია მოკვდი `` ``ისიც კი არ იცი, სინამდვილეში იყო თუ მოგეჩვენა!``
იმდენ ავტორთან შემხვდა მსგავსი აზრები... 3 აქ...
1. გაჩერდი იარე, როცა ხვალ იქნება დღეს და ძველ ფოტოებში გიპოვნის ვინმე მეძავი. იარე ისე, თითქოს ყველაფერი იყოს პირველი, იარე მაშინ, როდესაც მოთოვს, მერე რა თუ ისევ არ ჩანს შენი ნაფეხურები. იარე, თუნდაც არ გქონდეს ფეხები და დასასრულიც არსად მოჩანდეს. მხოლოდ ეს მომეწონა. 6 გაჩერდი იარე, როცა ხვალ იქნება დღეს და ძველ ფოტოებში გიპოვნის ვინმე მეძავი. იარე ისე, თითქოს ყველაფერი იყოს პირველი, იარე მაშინ, როდესაც მოთოვს, მერე რა თუ ისევ არ ჩანს შენი ნაფეხურები. იარე, თუნდაც არ გქონდეს ფეხები და დასასრულიც არსად მოჩანდეს. მხოლოდ ეს მომეწონა. 6
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|