ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია.დადიანი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2011


ელენ


მე დღეს ათასი კილომეტრი გავიარე,ელენ,
იმისთვის,რომ მეთქვა ჩემო მეგობარო-ნახვამდის,
გადამეღო ათასი ფოტო თოვლში
და წაკითხული წიგნივით მეგრძნო თავი.
მე მივდივარ ელენ და მშურს,როგორც ყოველთვის
შენი ძლიერი ნებისყოფისა და ერთგულების.
მეუბნები : მოხვედი გვიან,
მიდიხარ ადრე და თან მიგაქვს ამ ქვეყნის სუნი\".
მე შენგან ვიცი,როგორ უნდა გავუძღვე ღამეს,
შენ მაწვდი სენდვიჩს...
კარებს უკან თვალთმაქცობს ბუზი,
ჩემოდნებს ისე ავიკიდებ,როგორც ჩემს წარსულს,
სულს ვტოვებ,რეცხვისას რომ ვერ გამოვხარშე.
აქ მივხვდი,რომ დროს ყველა (თავისას) ყიდის,
ვისთან და როგორ-მომკითხავი მხოლოდ ღმერთია.
უსიყვარულოდ ვერ ვიცხოვრე,შენ იცი ელენ,
შემიყვარდა და თურმე სული შემომლევია.
უცქერ სარკეში მონახაზებს შენი სხეულის,
ფუნჯმა თვალებში ჩაგახატა შუქი და გულით
მადლობას უხდი ხელმოთხუპნილ,
უხილავ მხატვარს.
მშვიდობით,ელენ,გავუყვები გზას იაკობის,
უკან მოხედვის ძაფებს ვიცლი ნაკერებიდან
და სიყვარულიც ჩემთვის მიმაქვს ჩემს ფაზანდაში...
გავიჯახუნებ კარებს,ელენ,რომ არ დავბრუნდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები