შენ, ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ, რომელ უცხო მიწაში გაიდგი მზემოკიდებული ფესვები, რომელ უთვისტომოს მიადექი მიუსაფარი, ვის კარზე ითხოვე თანაგრძნობა მოწყალებასავით, ვისი კაბა ჩაიცვი, - ფერი? – წითელი თუ შავი. სახელი რა გქვია? ეკატერინე? კატო? ეკა? თმა ისევ ისეთი შავი გაქვს, თუ უკვე შეიბუდა ჩრდილოეთის დათვმა და უგაზაფხულო დღეებში მოხრილი თათი ისე ჩატორა, გეგონება თაფლს იღებსო სკიდან. თავი, თავი ისევ გაწუხებს? როგორი გაგიშვი იქით. ახლაც გხედავ, უძილობისგან შეშუპებული თვალებით, მობარბაცე, მოლოდინით ავსებული სხეულით.. რამსიმძიმე სიკვდილისთვის გამიმეტებიხარ. ნეტა თუ გივლის მანდ ვინმე? იპოვე? ვერა? ეს რა უგულოდ მოსთქვამენ ჩვენზე. ჩემზე და შენზე. შენზე _ იქ, სამუდამოდ წასულზე. ჩემზე - აქ უშენოდ დარჩენილზე. რას სტირის ეს ხალხი, ეკატერინე? შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ, ამდენ სიკვდილში თვალსა და ხელს შუა ისე მენგრეოდი, საომრად შემართულს შენი ნამტვრევები ტერფებში რომ მერჭობოდა, პოლიეთილენის პარკებს ვავსებდი და ვყრიდი. ვავსებდი და გყრიდი. რას იტყვის ხალხი? რატომ მაღელვებდა ეს ყოველთვის და შენი მყიდე სხეულიდან თავისუფლებას გაწყვეტილი კრიალოსანივით რისთვის ვფანტავდი. რამდენი სიკვდილი იყო ეკატერინე.. მე და შენ მე და შენ ვიცით მარტო. მეტი არავინ. და მაშინ, როცა შენ ოთხად მოკეცილი კი არ ტიროდი, დაჭრილი ნადირივით გმინავდი, მე მაგ გახსნილ ჭრილობებზე წურბელასავით გეკვროდი. გწოვდი და ვწერდი. და დილით, როცა სახეს მაკიაჟით შევისწორებდი, ხალხს გმირი ვეგონე. შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ, ყოველ ღამით პირჯვარის გადაწერისას ღმერთს ჩემს კარგად ყოფნას რომ სთხოვდი, მე კი, ღმერთი მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა, როცა დაწერილი სიტყვა განაჩენად მექცეოდა ხოლმე. მხდალი ვარ ეკატერინე. ყველაზე მხდალი. და სიყვარული? თვალწინ ბავშვივით თვალებანთებული მიდგახარ, ხუთფურცელა იასამანს გამალებით რომ ღეჭავს და.. მე! მე სულ მეგონა, ვერ გაგიგებდნენ, შენს გულწრფელობას სინამდვილე დაამარცხებდა, და ამიტომ სიტყვას ვნაყავდი. რა გამოვიდა.. ამდენ სტრიქონებსა და ფორმებში მობორიალეს, ამდენი ტკივილებითა თუ ცოდვებით კმაყოფილს _ ვერ გამიძელი სიტყვა-სიტყვა დაგკარგე სადღაც. შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ, რომელ უცხო მიწაში გაიდგი მზემოკიდებული ფესვები, ვის კარს მიუკაკუნე მიუსაფარმა, ისინი ნახე? უთხარი, უთხარი რომ..
სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. მოთოვოს. მოთოვოს. ბუხრის წინ ფეხების მოკეცვა. ეს ნიშნავს თანხმობას. ხის სახლში დღეების ჭრაჭუნი. და ცხელი სათონე. და მერე ღრუბლები. ერთად ან პირიქით. კვერების დაცხობა. სიჩუმე. ეს როცა, პოულობ თავს. ან როცა იზრდები. იმდენად დიდი ხარ, რომ კოცონს ყინულზეც თამამად დაანთებ. და მხოლოდ ჩასვლაა საჭირო მიწისქვეშ, რომ შენივ აზრებში შენივე სიკვდილში იპოვო თავიდან. დუმილი. სიმართლე. სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. რომ გარეთ ბარდნიდეს.. და ჭრელი თავშალი დავხიო უამრავ სურვილად. ჭინჭებად. და რომ მოგონებას დავარქვათ უბრალოდ - ჩუმი და ადვილი. და რომ გახსენება დაიწყოს მარტივად, სიტყვიდან – მჭირდები. და ამ ჩემს ხმაურში ისეთი შორია ხანდახან სიცოცხლე, რომ ღამით ჩურჩული მაღვიძებს. და როგორც სათავე _ მდინარის მოვდივარ. მოვდივარ. და ზამთარს ვამარცხებ. სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. გათოვდეს. გათოვდეს.
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ, სადღაც ჩემს მიერ გადაკარგულო, ყველა ჩემს სიტყვაზე ნამდვილი ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. (მშიერთათვის) ჩემი სული გზაა. შეგიძლია ტალახიანი ფეხსაცმლით გაიარო, და მაშინ, როცა დაიღლები, ან როცა დრო ჩემით გადაივსება, ქვაფენილები ჩამოიფერთხო. თვალებიდან გადმომიგორდა მიწაგაბევრებული ცა - ბელტებად. მანამდე თმაგაშლილი მოვდიოდი. ჭალაში, ღამის ჭინკები თვალს მომკრავდნენ თუ არა, კაკლის ხეებს მარაოებივით დაიქნევდნენ ხოლმე, მთვარის შუქზე წვებოდა კაკლის ჩერო და ბაბუაჩემის კაკალზე ერთი თავით მაღალი ვჩანდი მე. წამოვიდოდა მერე კერკეტი კაკლის წვიმა და ვინც იმ ღამით დაიბადებოდა „კერკეტი იქნებაო“ - იტყოდნენ. ასეთ ღამეს დავიბადე მეც. მელოგინე დედაჩემმა არც კი იცოდა, რომ ზუსტად ასი წლის წინათ, თეთრებში ჩაცმული ბებიაჩემის დედა კაკლის ხის ჩრდილქვეშ წვებოდა და ფესვები ჭალაში ეზრდებოდა. ასი წლის შემდეგ, იმ ფესვებს კენწეროსკენ ამოვუყევი და კაკლის ხის ჩრდილზე გავწექი. წამოვიდა კერკეტი კაკლის სეტყვა. წამოვიღე იმ ღამის სათქმელი და პირში ჩავიგუბე. თვალებიდან გადმომიგორდა მიწა - ბელტებად. გაიზარდა სიტყვა და ჩამიგუბა მე. ხელები მიფათურეთ სულში. ეგ შავ-ყვითელა თითები მიფათურეთ სულში, სომალიდან ახლახანს გამოქცეული სუსტი და ჭუჭყიანი თითები. მაგ უდღეური თითებიდან - ჩემს მაძღარ კუჭშივე დაიფერთხეთ მტვრიანი და მოშიმშილე დღეები. უსიყვარულო დღეები. მარტოდმყოფი დღეები. მე მაძღარი ვარ. გულისრევამდე მაძღარი ვარ ვარ და ყელშიფხაგაჩხერილივით ვხრიალებ. მსუყე იყო - მებადურისთვის წართმეული კალმახი. მსუყე იყო - სამშობლოში ჩამჩით ნაჭამი მიწა. მარტოობაში დარჩენაც მსუყე იყო, და ორცხობილაშემოწყობილი ჩაის ფინჯანიც, დილით დედამ ოთახში რომ შემომიტანა. ჰოდა, მოდი. ფეხშიშველი მოდი. ჭუჭყიანი მოდი. მშიერი და მარტოსული მოდი. და როცა გზა ჩემით გადაივსება, თვალებიდან გადმოგორებული მიწასავით ჩამომიფერთხე. მე მაძღარი ვარ. მე სიკვდილივით მაძღარი ვარ. არაფრობით.
იყოს ესეც აქ. და დიდი მადლობა ყველას.. (მშიერთათვის) ჩემი სული გზაა. შეგიძლია ტალახიანი ფეხსაცმლით გაიარო, და მაშინ, როცა დაიღლები, ან როცა დრო ჩემით გადაივსება, ქვაფენილები ჩამოიფერთხო. თვალებიდან გადმომიგორდა მიწაგაბევრებული ცა - ბელტებად. მანამდე თმაგაშლილი მოვდიოდი. ჭალაში, ღამის ჭინკები თვალს მომკრავდნენ თუ არა, კაკლის ხეებს მარაოებივით დაიქნევდნენ ხოლმე, მთვარის შუქზე წვებოდა კაკლის ჩერო და ბაბუაჩემის კაკალზე ერთი თავით მაღალი ვჩანდი მე. წამოვიდოდა მერე კერკეტი კაკლის წვიმა და ვინც იმ ღამით დაიბადებოდა „კერკეტი იქნებაო“ - იტყოდნენ. ასეთ ღამეს დავიბადე მეც. მელოგინე დედაჩემმა არც კი იცოდა, რომ ზუსტად ასი წლის წინათ, თეთრებში ჩაცმული ბებიაჩემის დედა კაკლის ხის ჩრდილქვეშ წვებოდა და ფესვები ჭალაში ეზრდებოდა. ასი წლის შემდეგ, იმ ფესვებს კენწეროსკენ ამოვუყევი და კაკლის ხის ჩრდილზე გავწექი. წამოვიდა კერკეტი კაკლის სეტყვა. წამოვიღე იმ ღამის სათქმელი და პირში ჩავიგუბე. თვალებიდან გადმომიგორდა მიწა - ბელტებად. გაიზარდა სიტყვა და ჩამიგუბა მე. ხელები მიფათურეთ სულში. ეგ შავ-ყვითელა თითები მიფათურეთ სულში, სომალიდან ახლახანს გამოქცეული სუსტი და ჭუჭყიანი თითები. მაგ უდღეური თითებიდან - ჩემს მაძღარ კუჭშივე დაიფერთხეთ მტვრიანი და მოშიმშილე დღეები. უსიყვარულო დღეები. მარტოდმყოფი დღეები. მე მაძღარი ვარ. გულისრევამდე მაძღარი ვარ ვარ და ყელშიფხაგაჩხერილივით ვხრიალებ. მსუყე იყო - მებადურისთვის წართმეული კალმახი. მსუყე იყო - სამშობლოში ჩამჩით ნაჭამი მიწა. მარტოობაში დარჩენაც მსუყე იყო, და ორცხობილაშემოწყობილი ჩაის ფინჯანიც, დილით დედამ ოთახში რომ შემომიტანა. ჰოდა, მოდი. ფეხშიშველი მოდი. ჭუჭყიანი მოდი. მშიერი და მარტოსული მოდი. და როცა გზა ჩემით გადაივსება, თვალებიდან გადმოგორებული მიწასავით ჩამომიფერთხე. მე მაძღარი ვარ. მე სიკვდილივით მაძღარი ვარ. არაფრობით.
იყოს ესეც აქ. და დიდი მადლობა ყველას..
27. ეს გენიალურია, უკვე მერამდენედ წავიკთხე,კიდევ მოვალ აქ :)
ეს გენიალურია, უკვე მერამდენედ წავიკთხე,კიდევ მოვალ აქ :)
26. კატო, რა დაგიშავე გოგო?... კატო, რა დაგიშავე გოგო?...
25. კატო-ეკატერინე, იცი, ჩემი აზრი ამ ძალიან კარგ ლექსზე... და შენზეც:) :* კატო-ეკატერინე, იცი, ჩემი აზრი ამ ძალიან კარგ ლექსზე... და შენზეც:) :*
24. ჩემი თბილი მოკითხვა შესანიშნავ პოეტესას!!! იხარეთ!!! +555 ჩემი თბილი მოკითხვა შესანიშნავ პოეტესას!!! იხარეთ!!! +555
23. სიჩუმე. ეს როცა, პოულობ თავს. ან როცა იზრდები. იმდენად დიდი ხარ, რომ კოცონს ყინულზეც თამამად დაანთებ. და მხოლოდ ჩასვლაა საჭირო მიწისქვეშ, რომ შენივ აზრებში შენივე სიკვდილში იპოვო თავიდან. დუმილი. სიმართლე.
ამდენ სტრიქონებსა და ფორმებში მობორიალეს, ამდენი ტკივილებითა თუ ცოდვებით კმაყოფილს _ ვერ გამიძელი სიტყვა-სიტყვა დაგკარგე სადღაც...
უკომენტაროდ!!! სიჩუმე. ეს როცა, პოულობ თავს. ან როცა იზრდები. იმდენად დიდი ხარ, რომ კოცონს ყინულზეც თამამად დაანთებ. და მხოლოდ ჩასვლაა საჭირო მიწისქვეშ, რომ შენივ აზრებში შენივე სიკვდილში იპოვო თავიდან. დუმილი. სიმართლე.
ამდენ სტრიქონებსა და ფორმებში მობორიალეს, ამდენი ტკივილებითა თუ ცოდვებით კმაყოფილს _ ვერ გამიძელი სიტყვა-სიტყვა დაგკარგე სადღაც...
უკომენტაროდ!!!
22. სიჩუმე. ეს როცა, პოულობ თავს. ან როცა იზრდები. იმდენად დიდი ხარ, რომ კოცონს ყინულზეც თამამად დაანთებ. და მხოლოდ ჩასვლაა საჭირო მიწისქვეშ, რომ შენივ აზრებში შენივე სიკვდილში იპოვო თავიდან. დუმილი. სიმართლე.
ამდენ სტრიქონებსა და ფორმებში მობორიალეს, ამდენი ტკივილებითა თუ ცოდვებით კმაყოფილს _ ვერ გამიძელი სიტყვა-სიტყვა დაგკარგე სადღაც...
უკომენტაროდ!!! სიჩუმე. ეს როცა, პოულობ თავს. ან როცა იზრდები. იმდენად დიდი ხარ, რომ კოცონს ყინულზეც თამამად დაანთებ. და მხოლოდ ჩასვლაა საჭირო მიწისქვეშ, რომ შენივ აზრებში შენივე სიკვდილში იპოვო თავიდან. დუმილი. სიმართლე.
ამდენ სტრიქონებსა და ფორმებში მობორიალეს, ამდენი ტკივილებითა თუ ცოდვებით კმაყოფილს _ ვერ გამიძელი სიტყვა-სიტყვა დაგკარგე სადღაც...
უკომენტაროდ!!!
21. მძიმეა თეკლე... მოგიკითხე მძიმეა თეკლე... მოგიკითხე
20. რომ წაგლეკავს ისეთია კატ. რამდენერმე ჭირდება წაკითხვა და გააზრება რომ წაგლეკავს ისეთია კატ. რამდენერმე ჭირდება წაკითხვა და გააზრება
19. ისინი ნახე? უთხარი, უთხარი რომ..
ამ ადგილას გული მეწურება. რატომღაც აქ არის ჩემთვის ემოციის კულმინაცია ამ ლექსში.
და ამ ჩემს ხმაურში ისეთი შორია ხანდახან სიცოცხლე, რომ ღამით ჩურჩული მაღვიძებს. და როგორც სათავე _ მდინარის მოვდივარ. მოვდივარ. და ზამთარს ვამარცხებ. სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. გათოვდეს. გათოვდეს.
ლამაზი ძალიან.
პ.ს. ახლა მოითხოვე გამოიდაროს და გამოვაღწიო შენამდე. ამბები რაღაც. :) ისინი ნახე? უთხარი, უთხარი რომ..
ამ ადგილას გული მეწურება. რატომღაც აქ არის ჩემთვის ემოციის კულმინაცია ამ ლექსში.
და ამ ჩემს ხმაურში ისეთი შორია ხანდახან სიცოცხლე, რომ ღამით ჩურჩული მაღვიძებს. და როგორც სათავე _ მდინარის მოვდივარ. მოვდივარ. და ზამთარს ვამარცხებ. სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. გათოვდეს. გათოვდეს.
ლამაზი ძალიან.
პ.ს. ახლა მოითხოვე გამოიდაროს და გამოვაღწიო შენამდე. ამბები რაღაც. :)
18. ვეთახმები კესანეს :) :* კატ, იცი რისი თქმა მინდა ? სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, შებღავი სიკვდილს.... მიყვარხარ :) :*
ვეთახმები კესანეს :) :* კატ, იცი რისი თქმა მინდა ? სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, შებღავი სიკვდილს.... მიყვარხარ :) :*
17. კატოს სტილია ასეთი, მძიმე და ცოტა მოთმინება უნდა და განწყობა, რომ წაიკითხო, სამაგიეროდ, ყოველთვის საინტერესოა და ღრმა:) კატოს სტილია ასეთი, მძიმე და ცოტა მოთმინება უნდა და განწყობა, რომ წაიკითხო, სამაგიეროდ, ყოველთვის საინტერესოა და ღრმა:)
16. შესაშნიშნავი ტექსტია!
მოკითხვა კატოს!
:*:* შესაშნიშნავი ტექსტია!
მოკითხვა კატოს!
:*:*
15. არავინ მიწყენს თუ ვიტყვი რომ პირველი ორი ბწკარის შემდეგ არ წამიკითხავს. არავინ მიწყენს თუ ვიტყვი რომ პირველი ორი ბწკარის შემდეგ არ წამიკითხავს.
14. ავტორი: თეკლე ბატონიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 ნოემბერი, 2011 ავტორი: თეკლე ბატონიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 ნოემბერი, 2011
13. შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ, სადღაც ჩემს მიერ გადაკარგულო, ყველა ჩემს სიტყვაზე ნამდვილი ხარ.
წერილი საკუთარ მეს ... მომეწონა შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ, სადღაც ჩემს მიერ გადაკარგულო, ყველა ჩემს სიტყვაზე ნამდვილი ხარ.
წერილი საკუთარ მეს ... მომეწონა
12. მძიმე ტექსტია, კი. გაიხარე, ბესარიონ. მძიმე ტექსტია, კი. გაიხარე, ბესარიონ.
11. ემოცია უსაზღვროა, მაგრამ ... მომიტევეთ– მე დავიღალე.... წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ემოცია უსაზღვროა, მაგრამ ... მომიტევეთ– მე დავიღალე.... წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
9. ბოლოს დაღლა. გიორგი. ბოლოს დაღლა. გიორგი.
8. მაგრად გღლის ტექსტი : )
და ბოლოს რა ?
მაგრად გღლის ტექსტი : )
და ბოლოს რა ?
7. დიდი მადლობაო ეკატერინემ :) დიდი მადლობაო ეკატერინემ :)
6. სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. რომ გარეთ ბარდნიდეს.. და ჭრელი თავშალი დავხიო უამრავ სურვილად. ჭინჭებად. და რომ მოგონებას დავარქვათ უბრალოდ - ჩუმი და ადვილი. და რომ გახსენება დაიწყოს მარტივად, სიტყვიდან – მჭირდები. და ამ ჩემს ხმაურში ისეთი შორია ხანდახან სიცოცხლე, რომ ღამით ჩურჩული მაღვიძებს. და როგორც სათავე _ მდინარის მოვდივარ. მოვდივარ. და ზამთარს ვამარცხებ. სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. გათოვდეს. გათოვდეს.
უნიჭიერესი პოეტი ხარ! ბრავო! მაგარი ლექსია,როგორც ყველა შენი. სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. რომ გარეთ ბარდნიდეს.. და ჭრელი თავშალი დავხიო უამრავ სურვილად. ჭინჭებად. და რომ მოგონებას დავარქვათ უბრალოდ - ჩუმი და ადვილი. და რომ გახსენება დაიწყოს მარტივად, სიტყვიდან – მჭირდები. და ამ ჩემს ხმაურში ისეთი შორია ხანდახან სიცოცხლე, რომ ღამით ჩურჩული მაღვიძებს. და როგორც სათავე _ მდინარის მოვდივარ. მოვდივარ. და ზამთარს ვამარცხებ. სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. გათოვდეს. გათოვდეს.
უნიჭიერესი პოეტი ხარ! ბრავო! მაგარი ლექსია,როგორც ყველა შენი.
5. სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. რომ გარეთ ბარდნიდეს..
5 სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. რომ გარეთ ბარდნიდეს..
5
4. "გამაცია"-ო, რომ იტყვიან ზუსტად ეს დამემართა ახლა... "გამაცია"-ო, რომ იტყვიან ზუსტად ეს დამემართა ახლა...
3. თავად მონატრებულო, მოგიკითხე მეც :*
თავად მონატრებულო, მოგიკითხე მეც :*
2. ერთხელ წაკითხვა არ ეყოფა ამას. მოგიკიტხე მონატრებულო ერთხელ წაკითხვა არ ეყოფა ამას. მოგიკიტხე მონატრებულო
1. საუკუნეა აქ აღარ ვყოფილვარ. მოგიკითხეთ ყველა :) საუკუნეა აქ აღარ ვყოფილვარ. მოგიკითხეთ ყველა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|