ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2011


***

მომრავლებულან ზამთრის ცაზე თეთრი დათვები,
მთები თეთრ ნაბდით "აქსაკალებს" ჰგვანან რაღაცით.
ისევ გამიხდა ეს განწობა ხელით სათრევი,
თითქოსდა ყინვა სასულეში უცებ გადასცდა...
უგუნებობა ჩემს საწოლში დიდხანს იწვება,
უამინდობაც  გულს ითხრობს და მიუსაფარობს...
მოკლე ღამეთა გრძელ ამბებზე მომდის მიწვევა,
მე და განწყობამ ზამთარი რომ გადავატაროთ...
იცრემლებიან ჩემს ოთახში უკვე სარკმლები,
დილით კი ყინვა მიახატავს მინაზე მათ ფიქრს.
ეს დეკემბერიც ერთი ღამით გახდა ნაკლები,
გარეთ დევს თოვლი, როგორც ზამთრის ჯერ სველი ფაქტი...

                25.11.11 

  ცარიელია სახლი...

  ცარიელია სახლი, სევდა კი მარცვლავს ბისერს,
  ფარდებს ფრიალით გაწევს ქარი ღრიჭოდან კარის.
  ზის მარტოობა სახლში, ელეგანტურად ისე,
  როგორც სურათზე მხატვრის ერთი უცნობი ქალი...
  საგნებს მოსწყინდათ დგომა ფიქრში, უსაგნოდ, ასე,
  შარშანწინდელი თოვლის კვალს მისტიროდა მინა.
  ახსოვდა მხოლოდ საწოლს სითბო-სიცივის ფასი
  და აცრემლებდათ ფანჯრებს უსიყვარულო ბინა...
  სცემდა დუმილი ბოლთას, ნაბიჯით ჩუმი, მძიმე,
  არავინ იყო სახლში სიცარიელის გარდა.
  ჰგავდნენ ფიფქები ცის ყელს უცებ შეწყვეტილ მძივებს,
  იწვა რაფაზე თოვლი და სიმარტოვეს ჰგავდა...
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები