ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2011


დათოვლილი (ლ)ექსპრომტი

ისე ლამაზად თოვს,
ისე ლამაზად ბარდნის,
მხოლოდ სიჩუმეს გთხოვ 
და არც სიტყვებით დაგღლი.

ისე ლამაზად თოვს,
ცა თეთრს დაგვათოვს სევდას...
გული მხოლოდ ერთს მთხოვს ...
შემოგიფარო ჩემთან...

ისე საოცრად თოვს 
და უთეთრესად ბარდნის,
მოდი  მხოლოდ ერთს გთხოვ
მოდი და დარჩი ჩემთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები