ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2011


ჩემს სიზმრის ორეულს

გამიცვალე ადგილი ჩემო სიზმრის გოგონავ,
გევედრები, ცოტა ხნით გამიცვალე სამყარო...
უკვე შურით ავივსე, მე შენს კეთილდღეობას
ყოველ ღამით შევყურებ... როდემდე გეთაყვანო?!
დამირღვიე ეს კაშნე, სქელი ძაფით ნაქსოვი,
მუდამ ყელზე რომ მიჭერს-რეალობას ვეძახი!
მე ჭიამაიების სექტას გავუმათხოვრდი,
ახლაც ვხედავ ერთ-ერთი როგორ კოცნის დედამისს...
სიზმრის ეკრანს შევასხი ფორთოხლისფერი ტონი,
ბატიბუტის მაგივრად ვაკნატუნებ ოცნებებს,
ღვთის თვალსა და ხელს შუა გავხდი შენი ბატონი,
და პასუხად ოცნებაც მუხლებში მომიცელე...

...გთხოვ შენც შემომასკუპე ღრუბლებში, ცის თაროზე,
მერე გინდ გააწვიმე...ახლა მე გთხოვ მონობას...
მინდა ვნახო სიკვდილიც, რომ ეს შიში დავძლიო,
გამიცვალე ადგილი ჩემო სიზმრის გოგონავ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები