 | ავტორი: დედე ჟანრი: პროზა 27 სექტემბერი, 2008 |
კ ო რ ი დ ა
რა უცნაური ცაა . . . მეწამულისფრად გაყინული, დაჭიმული, სმენად გადაქცეული, გარინდული ისე, თითქოს არაფერი ესმისო . . . მერე, თითქოს შორიდან, მაგრამ ძალიან ახლოს, აზვირთებული და აჟიტირებული ბრბოს გუგუნი შემოიპარა. აღგზნებული ცნობიერების ყოველ გოჯს მოაპობს ხმა, თვალებს ეჯახება და მისივე მოლივლივე ანარეკლში იძირება . . . კვლავ მომნუსხველი სიმშვიდით მოლოდინად გადაქცეული ცა. მზეც დატუქსული მიესვენება ცეცხლის ალებში, ხმას არ იღებს, ისიც სმენად გადაქცეული . . . ისევ ყიჟინა, უფრო მკაფიოდ, ქვესკნელიდან ამოძახილი, იმდენად მკაფიოდ, რომ თითოეული ადამიანის ხმა განირჩევა. შეშლილი სახეები, აწითლებული ლოყები, დუჟმორეული საყლაპავი, ბრაზისგან დამსხვრეული თვალები, უპეებში სისხლჩამდგარი, სალაშქროდ გადმოკარკლული . . . წრე, რომელიც საშინლად ვიწროვდება და ეს სივიწროვე მის შუაგულში მდგარს სულს მიხუთავს . . . გავარვარებული, ყვითელი ქვიშა ფეხებს მოტმასნია და ისე გამიჯდა, თითქოს მითივე ვიყო ნაგები, ჭიანჭველებივით დარბიან ჩემში და მათი გადაადგილება კაპილარებს მიხეხავს. გული ხარბად მიცემს, თითქოს ყოველ წამს ეშურება და მეტად ძგერა უნდა მოასწროს . . . ძალიან მიკვირს, ასეთ ხმაურში რად არის ცა იმდენად ჩუმი, რომ გამაყრუებელ ხორხოცს ახშობს და პირქუში გაუმტეხლობით მხიბლავს. ჰაერში აჭრილი ყიჟინა კი მოჯადოებული რგოლის კედლებს ეჯახება და მასში ჟანგბადს აიშვიათებს, მერე ერთხმად, ამოძახილად შენივთდა და მკაფიოდ გამოიკვეთა - ო ლ ე ე ე . . . !!! მოქარგული ტანისამოსი, შესაშური სიზუსტით შეკერილი და გემოვნებით გაფორმებული თავსაბურავი, საგულდაგულოდ გაპრიალებული, მაგრამ ქვიშამიყრილი ფეხსაცმელი. დაშნაზე გამომწვევად მოფრიალე წითელი ნაჭერი, თითქოს უბრალო, მაგრამ ათასი საიდუმლოებით მოცული, მიმზიდველი, მებრძოლი, მოლივლივე, ამაყი და ამავე დროს, თბილი, მოლამუნე, სასიამოვნო, ხასხასა, მდიდრული, ურჩი, გონიერი და უგუნური, მტერი და მცველი. გაუნძრევლად ვდგავარ, ცხელი ქვიშა ფეხებს მიწვავს, მაგრამ მხოლოდ გონების ღრმა კუნჭულში აღვიქვამ ამას. საკუთარ სუნთქვას ვგრძნობ სხეულზე, გახშირებულს და გავარვარებულს. ყველა კუნთი დაჭიმული მაქვს, ამღვრეული თვალებიც ვეღარ უძლებს ერთხმად გადაქცეულ ,,ოლეს”, რომელმაც პირთამდე აავსო ისინი და უნდა, ჯებირები გადმოანგრიოს. სხეული - გაავებული, გაოცებული, ძლიერი, მამაცი, საბრძოლველად მომართული, თავმიცემული, ჟინგამჯდარი, ცხოვრების უნარიანი, მაგრამ დაბნეულობისგან შეშინებული, იდუმალი, სიცოცხლით სავსე, ბუნებას შერწყმული, კაცობრიობას ომგამოცხადებული. ცა . . . კორიდა . . . ქვიშა . . . ხარი . . . ტორეადორი . . . მეწამულისფერი მზე, რომელიც მორცხვად მალავს ჟანგებს ბრწყინვალების წარმოსაჩენად. ისევ შუაგულში ვდგავარ და ველი ბრძოლას, რომელიც შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს. შეიძლებათქო იმიტომ, რომ თითქოს სამყარო შეიშალა, ზურგი მაქცია და მარტო დამტოვა ტიტანებთან შესაჭიდებლად. როგორც იქნა, ჩვენმა თვალებმა გასერეს ბლანტი ჰაერი და ერთმანეთს შეხვდნენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. წარბშეუხრელად ვზომავთ ერთმანეთს. ჩემკენ დაიძრა . . . შევკრთი . . . ღირსეული მოწინააღმდეგე ჩანს, ეს უფრო მიღვიძებს ცხოვრების სიყვარულს და ბრძოლისაკენ მიკიჟინებს. წამიც და ელვის სისწრაფით ჩაუქროლეს აღგზნებულმა სხეულებმა ერთმანეთს. ძვირფასი ხავერდის ხასხასა სიწითლეს ბასრი რქები ისე ეძგერა, თითქოს მისი გაკვეთა და მასშივე გაუჩინარება სურდა. - ო ლ ე ე ე . . .! - იგრგვინა კორიდამ. იოგებდამწყდარი ხავის ღიპგადმობრუნებული, ლოყებდამსკდარი, წვრილტუჩება, მელოტი კაცი. მოუთმენლობის დუჟი სდის და დაცვარულ სახეს, კოტიტა თითებით იწმენდს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამდენ ხალხში ის შევამჩნიე, წამით სისხლმორეული თვალები მივაპყარი. შეშინდა, უფსკრულის პირას მდგარს, ხმა ქვესკნელში ჩაუვარდა, ხახა გაუშრა, სხეული აუკანკალდა და მოწყვეტით ჩაჯდა მისთვის განკუთვნილ ადგილას . . . ძალა ვიგრძენი, ფილტვები ჟანგბადით დამეტენა, მოზღვავებული სისხლი კაპილარებს მიხეთქს - ეს აზვირთებული მდინარის სიშლეგეა, მწვერვალს მოწყვეტილი ზვავია, პლანეტას მინარცხებული კომეტაა, ვულკანის ამობრქვევაა, არწივის ირაოა, ქარიშხალს შეჭიდებული მუხაა, ათასფერადი ყვავილებით მოჭედილი თვალუწვდენელი მინდორია, ვარსკვლავთა ჰარმონიული წკარუნია, უსასრულობაში განთხევის და შემდეგ მისი სრულად შეგრძნების სიამოვნებაა, მშვენიერების ხედვაა მისივე მწვერვალიდან . . . წამიერად ბრძოლა გადამავიწყდა, გულზე რაღაცამ მძლავრად მომქაჩა - ბედნიერების შეგრძნება იყო, რადგან ვიგრძენი, რომ ვცხოვრობ! საბრძოლველად ვარ დაბადებული და ყველა უჯრედით აღვიქვამ სამყაროს უსაზღვრო მშვენიერებას . . . ის ღიპიანი კაცი კი მაყურებელი იყო, მას შეეძლო, მხოლოდ უგრძნობლად ედევნებინა თვალი მგზნებარე ცხოვრებისთვის და სხვა მაყურებლების გვერდით შეუცნობლობის შიშით მონუსხული მჯდარიყო. - ო ლ ე ე ე . . . ! ყიჟინა აზარტში შევიდა, სისხლი ითხოვა და უსინდისო, ბრიყვი ოფლის სუნით ჩამიქროლა. მყისვე მოწინააღმდეგე გამახსენდა და მისკენ შემოვტრიალდი. ისიც, მთელი სხეულით მომართული, ჭიდილის მოლოდინში, დაძაბული მიცქერს. თითქოს იცის რაზე ვფიქრობ, ჩემი სამყაროს შეცნობას ცდილობს და გულში თანამიგრძნობს კიდეც, რადგან თვითონაც ამ მშვენიერების პირმშოა. მისი თვალები ნაპერწკლებად აკვესებს ცხოვრების უსაზღვრო სიყვარულს და გულიც სამყაროს დინამიურ ფეთქვას აჰყოლია. სიყვარულით გაბრუებული, სიძულვილის დემონს ეძებს, რომელზე გამარჯვებითაც ნეტარების განცხრომას მიეცემა და ამით გაგულისებული ბრძოლას უცხადებს, ვინც წინ გადაუდგება . . . ღირსეული მოწინააღმდეგეა. გული მწყდება, ერთმანეთის პირისპირ, მაგრამ სხვადასხვა მხარეს რომ ვდგავართ. სამყაროს ქუდი ისეა დაჭიმული, რომ ერთ სიმზე ჩამოკვრაც საკმარისია, ყველას დასაწყვეტად . . . ზურგს უკან მდგარი, გასავათებული მზე ამაოდ ცდილობს, შემაკაოს მოალერსე სხივებით. დავიძარი, ისიც მედგრად მოემზადა მორიგი შერკინებისთვის. აჩქარებული სხეული და კორიდაზე მოთარეშე სიო, სახეში მაყრის ცხელ ქვიშას და სიყვითლით მიგლისავს თვალებს, თითქოს თვალახვეული სიკვდილისკენ მექაჩებაო. თავგანწირული ნახტომი და კვლავ მწკლარტე წივილით გაიელვა წითელმა ხავერდმა, რომელმაც ბასრი რქებისგან მიყენებული ჭრილობა იწვნია და უფრო გაავებული ჩაება ბრძოლაში. ბრბო აღფრთოვანების პიკს განიცდის და ტრანსში ჩავარდნილი, ცხოველმყოფელი სისხლის პკურებას ითხოვს . . . უფრო ახლოს და ახლოს ვგრძნობ მოწინააღმდეგის სხარტ და მოქნილ სხეულს, მაგრამ მოლივლივე სიწითლე, ყოველთვის ჩვენ შორის დგას, ძლიერი რქებიც ჯიუტად მიიწევენ მისკენ, მის გასაფატრად, რათა გაერთსხეულებული მყიფე შეძახილი - ,,ო ლ ე ე” - დაამსხვრიონ და სამყაროს ყველა კუთხეში გაისროლონ ისე, რომ აღარასოდეს შენივთდეს. ცრუმოძრაობის კასკადი, წრებრუნვა, ღმუილი, როკვა, რქები, ხავერდი, მოქარგული ტანისამოსი ერთმანეთში აირია და მომნუსხველ სანახაობად იქცა. არ ვეპუებით ერთურთს, გაშმაგებით ფრიალებს გამოცდილ ხელს მორჩილი სიწითლე და უეცრად, ორივე გველნაკბენივით მოვწყდით ერთმანეთს, კვლავ დისტანციაზე, პირისპირ აღმოვჩნდით. ხელისგულგაწითლებული ტაშის გრიალი მიაწყდა ტრიბუნებს, გასასვლელი ვერ იპოვა, ყურის ბარაბნები დახეთქა და ერთფეროვან წუილად გადაიქცა. ორი წყვილი თვალი კი, დაჟინებით უცქერს ერთმანეთს და ორივეში ერთიდაიგივე რამ იკითხება: დაფასება, მადლიერება, სინანული, სიყვარული და ჟინი, ჟინი სიცოცხლის, რომელიც ქარაფზე მედიდურად შემომდგარი ჯიხვივით, ყოველთვის მზად არის, უსასრულობისკენ უკანასკნელი ნახტომის სიამოვნება განიცადოს . . . საბოლოოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს . . . გონებას მიხედნის უსაზღვროდ დაუდგრომელი ვნება, ადგილს ვერ ვპოულობ, ფეხებს ვუნაცვლებ ერთმანეთს, ქვიშაზე მდგრად და საიმედო მოსაჭიდებელ ადგილს ვეძებ, რათა სხეული მოვიმარჯვო და ჯიქურ შევეგებო ქარიშხალს, მაგრამ ვერ ვპოულობ, დასანანია . . . ზეცის შეუგუებელმა დუმილმა თავისი გაიტანა, კამარა შეკრა, ღრმად ჩაისუნთქა და თავგანწირული ამობღავლებისთვის მოემზადა. გაშეშდა ხალხიც, მიწისაკენ ცერდახრილი, სასტიკი, უვიცი, ამპარტავანი, როყიო, უმოქმედობით გაფუებული და გაზულუქებული, ზომბირებული, ნატანჯი, ნაგვემი და ხორცს მიცემული. მათ შორის დგას ცნობისმოყვარეობით აცახცახებული, თვალებბრიალა, პატარა ბიჭი, ტუჩებს კბილებით ატყვევებს ნერვულად, ნესტოებს ბერავს, თავისი პატარა, სათუთი ცერა თითი მიწისკენ მოუმართავს და მოციმციმე თვალებით ისე მიცქერს, თითქოს სიცოცხლეს მთხოვსო საკუთარი ვნების გადასარჩენად. ფლოქვს აყოლილი ცხელი ქვიშა, დაჭიმულ მუცელს ეყრება. ორთქლმავალის საქშენივით მომართული ნესტოებიდან გამობრქვეული მდუღარე სუნთქვა პირზე მოძალებულ ქაფს ჰაერში უმცირეს ნაწილაკებად ფანტავს. ამღვრეულ მორევში ჩაძირული, ცეცხლის მფრქვეველი თვალები, მხოლოდ ბასრი რქებითღა ფიქრობს, მას უნდა გაყვეს ძლიერების დასამტკიცებლად, მხოლოდ ბიძგია საჭირო და აი ისიც - ო ლ ე ე ე . . .! მძიმე სხეული ჰაერივით მოწყდა დატკეპნილ ადგილს, მკერდით გააპო აზვირთებული შეძახილის ტალღა და ყელში ბურთმიბჯენილი, სწორხაზოვნად მიიწევს მოწინააღმდეგისკენ, რომელსაც კარგა ხანია, მოელვარე სიწითლე ქვიშაზე უმოძრაოდ დაეგდო და წელში გასწორებული, ბეჭებაზიდული, ყელმოღერებული და სასრულის მოახლოვებით გულდაწყვეტილი ელის უკანასკნელ გაბრწყინებას. საოცარია - მივქრივარ, მაგრამ საშინლად ნელა მცირდება მანძილი, თითქოს დედამიწას ორჯერ შემოვურბინე, სამყაროს უკიდურესი კუთხისკენ მივიწევ და მისი თითოეული გოჯით მოახლოვება, გულს უფროდაუფრო მიკუმშავს. ცადაზიდული, ცივსისხლიანი და დაუნდობელი დაშნა ზუზუნით იკვლევს გზას სიკვდილისკენ, თან ჩამავალი მზის გზააბნეული სხივი დასთამაშებს, გვერდებს ულესავს და მის ბრწყინვალებას თვალისმომჭრელს ხდის. მოახლოებას დრომ უშველა - მგზნებარე ტალღამ, პასუხის მომთხოვნმა, მოსიყვარულემ და მკაცრმა. სადაცაა ჯიუტი რქები გაარღვევენ მოქარგულ გულმკერდს. დაშნა კი, პატრონს არ ღალატობს, ზუზუნით, მარჯვედ მიყვება ძლიერ ხელს. უკანასკნელი ნაბიჯიც გაქრა და აზვირთებული თეთრი ღრუბლები შეელეწნენ ერთმანეთს, ჯიქურ აითქვიფნენ და მოთმინებადაკარგულ ცას მეხი გამოსტყუეს, რომელიც გულს მოადგა ელვის სისწრაფით, გაგლიჯა და მუხლი მოკეცა . . . მდუმარე ზეცა გადაიპო და მისგან ამოხეთქილმა საყვირის ხმამ მტვრის კორიანტელი დააყენა. როგორც იქნა, თავისუფლება იგრძნო სისხლმა და წინდაუხედავი მგზნებარებით გამოხეთქა გულის კარები. გულდასმით რეცხავს დაშნას შელეწილ მკერდს მჩქეფარე სიწითლე, თითქოს უნდა ნაიარევი არ დაატყოსო. ღონემიხდილი სხეული ამაოდ ცდილობს გაჯირჯვებულ სილას მოწყვეტას. მყუდროებადარღვეული მტვერი აუჩქარებლად, რიგში ჩამდგარი იწყებს დაშვებას და მხედველობას ნისლისგან წმენდს. უპეს მომდგარმა ცრემლმა მასშივე მოლივლივე ბრწყინვალე ტანისამოსში გამოწყობილი მოწინააღმდეგე ბინდში ჩაძირა, მხოლოდ მის თვალებს ვხედავ და მესმის, როგორი აღფრთოვანებით ყვირის მისივე სახელს თქვირმკერდმოშიშვლებული, კეკლუცი ქალი, რომელიც პატივის ნიშნად, ძღვნად ყურს ელის, მაგრამ ვერასდროს მიიღებს - ამას ტორეადორის სინანულით სავსე თვალები მეუბნებიან და ჩურჩულით მადლობას მიხდიან თავდახრილნი. ღრმად ჩავისუნთქე ჩემთვის განკუთვნილი ჟანგბადის ბოლო პორცია. აზვირთებულმა მდინარემ უზარმაზარი ლოდები ადგილს მოწყვიტა და კალთებში მსუბუქად აათამაშა. იქუხა მთებმა და გადმოსკდა დამანგრეველი თეთრი სიშლეგე. კომეტამ უკანასკნელი წვა განიცადა და ჯიუტი წინსწრაფვით შეეფშვნა მიწას. ცეცხლისფრად აალდა, ზოგჯერ თბილი, მაგრამ ახლა მდუღარე ლავა. მუხამ ქარიშხალს შანსი აღარ დაუტოვა და თავი შეაკლა ფესვებ გამდგარმა. არწივი მედიდური ირაოთი აიჭრა ცაში და ღრმა უფსკრულში ჩასაშვებად მოდუნდა, შეუპოვრობის დასამტკიცებლად. მწვერვალზე მოლივლივე იდუმალ ტბას მჭიდროდ შემორტყმია ათასფერადი ყვავილებით მოჭედილი მინდვრის ხალიჩა და მის შრიალში საოცარი გემოვნებით შერწყმული ვარსკვლავთა წკარუნი სიმფონიად მეღვრება სულში. მეც აქვე ვდგავარ, ზურგით ტბისკენ, უთვალავფერით მოხატული მინდვრის კიდეში და ქარაფს მოწყვეტილი ჯიხვის ნახტომში სიყვარულით სავსე სამყაროს უსასრულო მშვენიერებას მისივე მწვერვალიდან გავცქერი. მარადისობის შესაცნობად ხომ მხოლოდ ერთი წამია საჭირო, რომელიც არასოდეს ღალატობს დათქმულ დროს. დატყვევებული ჰაერი სხეულს მოწყდა და ბუნებას დაუბრუნდა, ოდესღაც ნასესხები ბოლო ვალივით. გაურკვევლობით სავსე თვალებმა ვეღარ გაუძლო სიმძიმეს და გუგები ერთმანეთს შეუდუღაბა. მუხლჩაუხრელად მშრომელი და ქაოტური გრძნობებით დატვირთული გულიც დასასვენებლად მიესვენა და აღგზნებულ სხეულს უჩვეულო სიმშვიდე მოუტანა. ოკეანეში ჩაკარგული, თეთრაფრიანი ამაყი გემი ტალღებს შეერია მასში სამუდამოდ საცხოვრებლად. მწუხრი ალერსიანად ეფერება გადაღლილ გონს, იარებს უშუშებს და საოცრებათა ქვეყანაში, სიზმრისკენ ეპატიჟება . . . ხვალ ხომ, ისევ მგზნებარედ აალდება ცხოველმყოფელი მზე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. მადლობა აირინ შეფასებისთვის და იმისთვის, რომ დახარჯე დრო, დრო რომელიც ასე ცოტა გვაქვს... :) მადლობა აირინ შეფასებისთვის და იმისთვის, რომ დახარჯე დრო, დრო რომელიც ასე ცოტა გვაქვს... :)
33. გაუნძრევლად ვდგავარ, ცხელი ქვიშა ფეხებს მიწვავს, მაგრამ მხოლოდ გონების ღრმა კუნჭულში აღვიქვამ ამას. საკუთარ სუნთქვას ვგრძნობ სხეულზე, გახშირებულს და გავარვარებულს. ყველა კუნთი დაჭიმული მაქვს, ამღვრეული თვალებიც ვეღარ უძლებს ერთხმად გადაქცეულ ,,ოლეს”, რომელმაც პირთამდე აავსო ისინი და უნდა, ჯებირები გადმოანგრიოს. სხეული - გაავებული, გაოცებული, ძლიერი, მამაცი, საბრძოლველად მომართული, თავმიცემული, ჟინგამჯდარი, ცხოვრების უნარიანი, მაგრამ დაბნეულობისგან შეშინებული, იდუმალი, სიცოცხლით სავსე, ბუნებას შერწყმული, კაცობრიობას ომგამოცხადებული. ცა . . . კორიდა . . . ქვიშა . . . ხარი . . . ტორეადორი . . . მეწამულისფერი მზე, რომელიც მორცხვად მალავს ჟანგებს ბრწყინვალების წარმოსაჩენად. ისევ შუაგულში ვდგავარ და ველი ბრძოლას, რომელიც შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს. შეიძლებათქო იმიტომ, რომ თითქოს სამყარო შეიშალა, ზურგი მაქცია და მარტო დამტოვა ტიტანებთან შესაჭიდებლად. როგორც იქნა, ჩვენმა თვალებმა გასერეს ბლანტი ჰაერი და ერთმანეთს შეხვდნენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. წარბშეუხრელად ვზომავთ ერთმანეთს. ჩემკენ დაიძრა . . . შევკრთი . . . ღირსეული მოწინააღმდეგე ჩანს, ეს უფრო მიღვიძებს ცხოვრების სიყვარულს და ბრძოლისაკენ მიკიჟინებს. წამიც და ელვის სისწრაფით ჩაუქროლეს აღგზნებულმა სხეულებმა ერთმანეთს. ძვირფასი ხავერდის ხასხასა სიწითლეს ბასრი რქები ისე ეძგერა, თითქოს მისი გაკვეთა და მასშივე გაუჩინარება სურდა. - ო ლ ე ე ე . . .! - იგრგვინა კორიდამ.
დიდებულია! ყოჩაღ დედე! არ დაიკარგო!
პატივისცემით :) გაუნძრევლად ვდგავარ, ცხელი ქვიშა ფეხებს მიწვავს, მაგრამ მხოლოდ გონების ღრმა კუნჭულში აღვიქვამ ამას. საკუთარ სუნთქვას ვგრძნობ სხეულზე, გახშირებულს და გავარვარებულს. ყველა კუნთი დაჭიმული მაქვს, ამღვრეული თვალებიც ვეღარ უძლებს ერთხმად გადაქცეულ ,,ოლეს”, რომელმაც პირთამდე აავსო ისინი და უნდა, ჯებირები გადმოანგრიოს. სხეული - გაავებული, გაოცებული, ძლიერი, მამაცი, საბრძოლველად მომართული, თავმიცემული, ჟინგამჯდარი, ცხოვრების უნარიანი, მაგრამ დაბნეულობისგან შეშინებული, იდუმალი, სიცოცხლით სავსე, ბუნებას შერწყმული, კაცობრიობას ომგამოცხადებული. ცა . . . კორიდა . . . ქვიშა . . . ხარი . . . ტორეადორი . . . მეწამულისფერი მზე, რომელიც მორცხვად მალავს ჟანგებს ბრწყინვალების წარმოსაჩენად. ისევ შუაგულში ვდგავარ და ველი ბრძოლას, რომელიც შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს. შეიძლებათქო იმიტომ, რომ თითქოს სამყარო შეიშალა, ზურგი მაქცია და მარტო დამტოვა ტიტანებთან შესაჭიდებლად. როგორც იქნა, ჩვენმა თვალებმა გასერეს ბლანტი ჰაერი და ერთმანეთს შეხვდნენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. წარბშეუხრელად ვზომავთ ერთმანეთს. ჩემკენ დაიძრა . . . შევკრთი . . . ღირსეული მოწინააღმდეგე ჩანს, ეს უფრო მიღვიძებს ცხოვრების სიყვარულს და ბრძოლისაკენ მიკიჟინებს. წამიც და ელვის სისწრაფით ჩაუქროლეს აღგზნებულმა სხეულებმა ერთმანეთს. ძვირფასი ხავერდის ხასხასა სიწითლეს ბასრი რქები ისე ეძგერა, თითქოს მისი გაკვეთა და მასშივე გაუჩინარება სურდა. - ო ლ ე ე ე . . .! - იგრგვინა კორიდამ.
დიდებულია! ყოჩაღ დედე! არ დაიკარგო!
პატივისცემით :)
32. მადლობა შეფასებისთვის მეგობარო... ;) მადლობა შეფასებისთვის მეგობარო... ;)
31. პროზამაცკორიდამაც და ხარმაც გაასწორა.......................2 პროზამაცკორიდამაც და ხარმაც გაასწორა.......................2
30. მომეწონა +++ მომეწონა +++
29. ორიგინალური სათაურით ... კარგია ორიგინალური სათაურით ... კარგია
28. მიყვარს მე ეს ხარი :) მიყვარს მე ეს ხარი :)
27. ეს ისეთი ნაწერია 5თი რომ ეკუთვნის თუმცა სამწუხარდ ორს უნდა დამჯერდეს ეს ისეთი ნაწერია 5თი რომ ეკუთვნის თუმცა სამწუხარდ ორს უნდა დამჯერდეს
26. შემიძლია ვთქვა-საოცარ ფილმს ვუყურე:)
მწუხრი ალერსიანად ეფერება გადაღლილ გონს, იარებს უშუშებს და საოცრებათა ქვეყანაში, სიზმრისკენ ეპატიჟება .
ღირს დაძინება... შემიძლია ვთქვა-საოცარ ფილმს ვუყურე:)
მწუხრი ალერსიანად ეფერება გადაღლილ გონს, იარებს უშუშებს და საოცრებათა ქვეყანაში, სიზმრისკენ ეპატიჟება .
ღირს დაძინება...
25. სისხლი და ქვიშა სისხლი და ქვიშა
24. მეც შემომასუნთქვა ძალიან მოწონებამ და.. :) მადლობა) მეც შემომასუნთქვა ძალიან მოწონებამ და.. :) მადლობა)
23. საოცრად საინტერესო გადმოცემაა,ვგრძნობდი,როგორ დაძაბული ვკითხულობდი და განვიცდიდი მოვლენებს... საოცრად საინტერესო გადმოცემაა,ვგრძნობდი,როგორ დაძაბული ვკითხულობდი და განვიცდიდი მოვლენებს...
22. უძლიერესი ნაწარმოები. ++ უძლიერესი ნაწარმოები. ++
21. პირველად წავიკითხე დღეს პროზა ასე თავიდან ბოლომდე... ჩემს სიმპათიას და კვლავ დაბრუნების სურვილს ვტოვებ აქ და კიდევ ++2 :) პირველად წავიკითხე დღეს პროზა ასე თავიდან ბოლომდე... ჩემს სიმპათიას და კვლავ დაბრუნების სურვილს ვტოვებ აქ და კიდევ ++2 :)
20. ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
19. საოცრად მგზნებარეა,... ძალიან კარგად წერს ავტორი, წარმატებები! საოცრად მგზნებარეა,... ძალიან კარგად წერს ავტორი, წარმატებები!
18. საოცრად მგზნებარეა,... ძალიან კარგად წერს ავტორი, წარმატებები! საოცრად მგზნებარეა,... ძალიან კარგად წერს ავტორი, წარმატებები!
17. ღირსეული მოწინააღმდეგე ჩანს, ეს უფრო მიღვიძებს ცხოვრების სიყვარულს და ბრძოლისაკენ მიკიჟინებს.
555 ნამდვილად საინტერესო და კარგი ნაწერია, ექსპრესიული და სახასიათო! გაიხარეთ! ღირსეული მოწინააღმდეგე ჩანს, ეს უფრო მიღვიძებს ცხოვრების სიყვარულს და ბრძოლისაკენ მიკიჟინებს.
555 ნამდვილად საინტერესო და კარგი ნაწერია, ექსპრესიული და სახასიათო! გაიხარეთ!
15. მომეწონააა მომეწონაა... ხოდა ვწერ ორიანს ;) მომეწონააა მომეწონაა... ხოდა ვწერ ორიანს ;)
9. ხვალ ისევ აალდება...
სიკვდილი სულაც არ არის დასასრული, პირიქით ზოგჯერ შეიძლება დასაწყისიც კი იყოს. ეს ცხოვრებაა. არავინ იცის ვინ ტორეადორია და ვინ ხარი ამ ბრძოლაში. არც ის, სად მთავრდება ეს წრე და საერთოდ მთავრდება თუ არა. იქნებ სულაც არ არის ჩაკეტილი მრუდი და ეს უბრალოდ პარაბოლაა?
მიყვარხარ ხვალ ისევ აალდება...
სიკვდილი სულაც არ არის დასასრული, პირიქით ზოგჯერ შეიძლება დასაწყისიც კი იყოს. ეს ცხოვრებაა. არავინ იცის ვინ ტორეადორია და ვინ ხარი ამ ბრძოლაში. არც ის, სად მთავრდება ეს წრე და საერთოდ მთავრდება თუ არა. იქნებ სულაც არ არის ჩაკეტილი მრუდი და ეს უბრალოდ პარაბოლაა?
მიყვარხარ
8. გაიხარე. სამადლობელი რაა!:) ინტერნეტში ცოტა რთულია პროზის წაკითხვა, მაგრამ ''კორიდა'' განსაკუთრებული თემაა ჩემთვის. თან ისე მომეწონა, რომ სხვა მოთხრობებსაც გავეცნობი ნელ-ნელა შენსას. სასიამოვნოა, ლექსმა რომ გაგახარა!:) გაიხარე. სამადლობელი რაა!:) ინტერნეტში ცოტა რთულია პროზის წაკითხვა, მაგრამ ``კორიდა`` განსაკუთრებული თემაა ჩემთვის. თან ისე მომეწონა, რომ სხვა მოთხრობებსაც გავეცნობი ნელ-ნელა შენსას. სასიამოვნოა, ლექსმა რომ გაგახარა!:)
7. ,,ჰოდა, კიდევ ჩემი ლექსიც გამახსნდა და იყოს აქ. მოუხდება ეს გარემო" უღმესი მადლობა თეეე!:) შენ არ იცი რამხელა საჩუქარი გამიკეთე! ჩვენ ერთი ენით ვლაპარაკობთ და ეს ენა აფეთქებული ცხოვრების ჟინია!!! მადლობა! ,,ჰოდა, კიდევ ჩემი ლექსიც გამახსნდა და იყოს აქ. მოუხდება ეს გარემო" უღმესი მადლობა თეეე!:) შენ არ იცი რამხელა საჩუქარი გამიკეთე! ჩვენ ერთი ენით ვლაპარაკობთ და ეს ენა აფეთქებული ცხოვრების ჟინია!!! მადლობა!
6. თეე ჭკუა მეკეტება შენს ამ ლექსზე!!!!!!!!!!!! თეე ჭკუა მეკეტება შენს ამ ლექსზე!!!!!!!!!!!!
5. ჰოდა, კიდევ ჩემი ლექსიც გამახსნდა და იყოს აქ. მოუხდება ეს გარემო:)
სიგიჟე _ კორიდა!
სიგიჟე _ კორიდა... სისხლივით წითელი ჟინია, თვალებში, უშიშრად სიკვდილის, დღეს ისე მომინდა, პირღია ზვირთებში, ჩემით დავუოკო მლაშე ზღვას შიმშილი.
სიგიჟე _ კორიდა... მეც, როგორც მატადორს, სრულებით აღარ მაქვს უმიზნო წადილი, ლოდინის ომით და ქაოსით გათანგულ საკუთარ ნერვებზეც უგულოდ გავივლი.
სიგიჟე _ კორიდა... ჯიუტი ქიშპია, დაშრეტილ ძარღვებში, შეშლის და არშეშლის, დღის ბოლოს, ორივე, გავდივართ ბრძოლიდან, სხეულებს მტკივნეულს აღარ ვგრძნობთ არცერთი.
და მერე, ღამეში, ჩემივე, შიშველი, სულის სილუეტის წინაშე დარჩენილს, ყიჟინით მეძახის კორიდა, ისევ იქ, სადაც ჩვენ ერთმანეთს ჭიდილით ვავსებდით... :) ჰოდა, კიდევ ჩემი ლექსიც გამახსნდა და იყოს აქ. მოუხდება ეს გარემო:)
სიგიჟე _ კორიდა!
სიგიჟე _ კორიდა... სისხლივით წითელი ჟინია, თვალებში, უშიშრად სიკვდილის, დღეს ისე მომინდა, პირღია ზვირთებში, ჩემით დავუოკო მლაშე ზღვას შიმშილი.
სიგიჟე _ კორიდა... მეც, როგორც მატადორს, სრულებით აღარ მაქვს უმიზნო წადილი, ლოდინის ომით და ქაოსით გათანგულ საკუთარ ნერვებზეც უგულოდ გავივლი.
სიგიჟე _ კორიდა... ჯიუტი ქიშპია, დაშრეტილ ძარღვებში, შეშლის და არშეშლის, დღის ბოლოს, ორივე, გავდივართ ბრძოლიდან, სხეულებს მტკივნეულს აღარ ვგრძნობთ არცერთი.
და მერე, ღამეში, ჩემივე, შიშველი, სულის სილუეტის წინაშე დარჩენილს, ყიჟინით მეძახის კორიდა, ისევ იქ, სადაც ჩვენ ერთმანეთს ჭიდილით ვავსებდით... :)
4. რა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ შემოვძახო ოლეეეეე...!:) და ვთქვა, რომ მომეწონა მონათხრობი. 5 რა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ შემოვძახო ოლეეეეე...!:) და ვთქვა, რომ მომეწონა მონათხრობი. 5
3. დიდი მადლობა დედე ესოდან თბილი შეფასებისათვის. :) დიდი მადლობა დედე ესოდან თბილი შეფასებისათვის. :)
2. მადლობა ნელიკო სითბოსთვისა და სათუთი შეგრძნებისთვის, რომლითაც ყოველთვის გამოირჩევი!:) მადლობა ნელიკო სითბოსთვისა და სათუთი შეგრძნებისთვის, რომლითაც ყოველთვის გამოირჩევი!:)
1. ჟინი სიცოცხლის, რომელიც ქარაფზე მედიდურად შემომდგარი ჯიხვივით, ყოველთვის მზად არის, უსასრულობისკენ უკანასკნელი ნახტომის სიამოვნება განიცადოს
მახსოვს "კორიდა" და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს ნაწარმოებებს. ჟინი სიცოცხლის, რომელიც ქარაფზე მედიდურად შემომდგარი ჯიხვივით, ყოველთვის მზად არის, უსასრულობისკენ უკანასკნელი ნახტომის სიამოვნება განიცადოს
მახსოვს "კორიდა" და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს ნაწარმოებებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|