ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რურუ
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2011


"რექვიუმი ჩვენზე"

დრო იყო შუქი არ გვქონდა სახლში,
ვერ გაივლიდი ქუჩაში მშვიდად,
შიში მეფობდა უბრალო ხალხში<
ვიღაცას თავი მოქონდა ქურდად.

მშრომელთა ნიღაბს ირგებდნენ ურცხვად,
ცრუს ამდიდრებდნენ დევნიდნენ ალალს,
კალმის,ფუნჯის და თიხის ნაცვლად
ხელში გვაწვდიდნენ ჩაქუჩს და ნამგალს!

ის დრო წაიღო რევოლუციამ,
ახალგაზრდების გონებამ მარდმა,
პოლიგლოტების ნორჩმა ფრაქციამ,
ჩაქუჩი შეცვალა წითელმა ვარდმა.

სახლი იპოვა თავისი ქურდმა,
კლიტეს ვგულისხმობ,ციხეს და დილეგს..
წითელს დაუთმო ბილიკი მუქმა,
"კაი ბიჭობა" ვეღარას იგებს !

ზოგმა ჩანჩქერში რომ ნახა წყალი
ეგონა ალბათ ნათელი სხივი,
მომცრო პროცენტით აიღო ვალი,
შრომის წიგნაკს დაარქვა – "სივი".

უმანკოების მოშალეს ცნება,
კახპებს დაუდგეს კინაღამ ძეგლი!
პატრული გვიცავს,რა გვენაღვლება?!
ღამით არ "შეგვჭამს ბოროტი მგელი"

ბათუმს მიუძღვნეს გეი–აღლუმი,
ტრანსქესუალი პატარებს მოძღვრავს,
ინტელიგენტი გახდა – დაუნი,
ცოტაღა უსმენს ტაძარში მოძღვარს...

ვარდს ვერავინ კრეფს ეკლების შიშით,
ფუჭი სიტყვები ჩვენ არ გველევა,
ვრაინდობთ მხოლოდ სუფრაძე ჭიქით,
ნეტავი რამე თუ გვეშველება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები