 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 9 დეკემბერი, 2011 |
სიტყვა, ტირადა, დემაგოგია, სამივე ჩვენი პედაგოგია, ერთი გვატირებს, თუ უნდა მოგკლავს, დემაგოგია – მდაბიოთ მოსდგამთ. ტირადა პათოსს გაგიძლიერებთ, გამოგიღვიძებთ მილეულ ვნებებს, ლექსი დაგატკბობთ, ანაც დაგათრობთ, და გულის ნადებს ვიღაც გაგანდობთ. აპოსტროფები ნაღმავს ციტატებს, და დაუწყვიტავს სიმებს გიტარებს, ეპიგრაფია იდეებს ბეჭდავს, ნაწარმოები ექსპოზით გვბეგრავს. არქაიზმებში ძველ სიტყვებს ვეძებთ, რომ დავეწაფოთ წარსულის ბგერებს, ბარბარიზმებმა წალეკა ენა, სიტყვა ქართული ჩამოაბნელა. ქალკოლითში სურთ ჩვენი თავის კვრა, აჭრელებულა ქიმერთ პალიტრა, ქირომანტიით გონს გვიბნელებენ, ქენდირის მინდვრებს აბიბინებენ. იგავი ყველას ჭკუას გვასწავლის, ანდაზა მუდამ სიფრთხილით გვართობს, სადღეგრძელო კი, ბრძენი ქეიფში, აღგვამაღლებს და აზრებით გვათრობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არაფერი ახალი.
ისედაც არ მომეწონა : ( არაფერი ახალი.
ისედაც არ მომეწონა : (
4. სიტყვას დიდი ძალა აქვს! სიტყვას დიდი ძალა აქვს!
3. პირველ კომენტარს დასტური;
წარმატებები ავტორს;
პატივისცემით
ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) პირველ კომენტარს დასტური;
წარმატებები ავტორს;
პატივისცემით
ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
2. მე არ. წარმატებები მე არ. წარმატებები
1. ++ ძაან დასახვეწია, წარმატებები, ++ ძაან დასახვეწია, წარმატებები,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|