ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2011


რომანი ესე ჩვენი...(სონეტი ესმერალდას)

                                      "მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,
                                              რაც გადის დრო და ხანი,"
                                                            (შანდორ პეტეფი)

"მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,რაც გადის დრო და ხანი,"
აფრააშვებულ გრძნობებს მიერეკება ქარის
რაშები,ყოველ ღამით სიზმრადა გხედავ კარგო,
იადონი ხარ ჩემი,ხარ დედოფალი მარგო.
ჩაესვენება ზღვაში მზე,როგორც ღრუბლის ღუზა,
იპყრობს წყვდიადი ღამის,შენი თვალების მაღლობს,
ნაბავენ ვარსკვლავები თვალებს და უკრავს ბლუზი,
ჩემი ოცნების კიდევ,ხარ მზეზე უფრო ახლოს
აქ,ჩემთან,უფრო ჩემში,თუმც ცაზე უფრო შორი,
ლურჯი იების წყება და ზღვაზე უფრო ლურჯიც,
ალუჩის ყვავილივით ქარს მიაქვს,მოაქვს ჭორი,
ძალიან მიყვარხარ და თუ სიკვდილს გადავურჩი,
ერთხელაც მოვალ შენთან და სახეს ჩავრგავ თმაში,
მერე შევიგრძნობ შენი თმის უნატიფეს სურნელს,
იდეალურო ჩემო,ჩემო ლამაზო ბავშვო,
ყაყაჩოები ყვავის შენს ლოყებზე და სურვილს
ვერაფრით ვერ ვერევი და ისე მინდა ახლა,
ალმურადენილ კოცნებს ვტოვებდე მრავალს რიგით,
რანაირი ხარ იცი?ანგელოზებზე მაღლა
ხარ და ხარ ჩემი ღმერთი,თვალები ნუშებს გიგავს.

აფეთქებულა ტუჩზე გაზაფხულები ვარდად,
რომანი ესე ჩვენი დაიწყო:-შემიყვარდი!

                                        კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები