ხან მინდა დაგმალო სუყველას თვალისგან ავმა და ბოროტმა რომ ვეღარ გაგთვალოს, ხან მინდა სუყველამ გაგიცნოს ჩემსავით და მიხვდეს რა მშვენიერია სამყარო... ხან მინდა ლექსები მიკითხო დილამდე მე კი უჩვეულო კოცნისგან დაგღალო; ხან მინდა არც სიზმრად გეწვიო ხშირ-ხშირად, რომ მონატრებისგან წუთებად დამთვალო. ხან მინდა შენსავით დავდინჯდე ძვირფასო, რომ გიჟად შენს მეტმა ვერავინ ჩამთვალოს, ბედმა შეგვახვედრა ოდესღაც ერთმანეთს და მინდა რომ ბედმა არასდროს გაგვყაროს!