 | ავტორი: სნაიპერი ჟანრი: პროზა 22 დეკემბერი, 2011 |
არც მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, ალბათ ასე 4-5 ის, როცა პირველად შემეშინდა, ისე რომ ახლაც მახსოვს. ან პირველად მიაღწია ჩემმა მახსოვრობამ ისეთ დონეს, როცა ბავშვს განცდების დამახსოვრება შეუძლია, არ ვიცი.. მახსოვს კი, რომ კოშმარმა გამაღვიძა, მეც და ჩემებიც, რადგან ძალიან "ხმამაღლა" გავიღვიძე... იმ საღამოს ჩემს ზეწარზე მაშინდელი ულტრათანამედროვე (არც ისე შეძლებულთათვის) აპარატით მულტფილმი გაუშვეს, სადაც ერთი რკინის ყბებიანი დინოზავრისა და ამავე დროს ამწეს მსგავსი არსება თავზარს სცემდა დანარჩენ ნახატ პერსონაჟებს.. თავიდანვე შემეშინდა, მაგრამ ბოლომდე ვაჟკაცურად ვუყურე.. აი ღამე, კი ვეღარ მოვთოკე ემოციები და ტირილით გავიღვიძე. მას მერე ბევრჯერ შემშინებია კიდევ, მაგრამ ასე ცოცხლად, არც ერთი შემთხვევა აღარ მახსოვს... ეს იყო ბავშვობაში... ახლა წინ თეფშით დაჭრილი ლიმონი და სანთებელა მიდევს- რომ ავდგები, საწოლისკენ გზის გასანათებლად, რადგან არც შუქია და კელაპტარს რა შეცვლის ასეთ დროს... შიშზე საუბრით დავიწყე, მაგრამ არ ვიცი, არ მინდა.. ანუ, არ ვიცი რატომ დავიწყე და არ მინდა კიდევ გავაგრძელო.. უბრალოდ, მოკლედ ვიტყვი და მოვრჩები, რომ ახლა ყველაზე მეტად სიმაღლის მეშინია ( აქ ალბათ ღმერთის შიშიც უნდა მიმეთითებინა, თუ ღმერთით დამეწყო სულაც?! ) საშინლად მტკივა კუნთები... გუშინ, ლიფტის მოვალეობას ვასრულებდი ავეჯით ხელში ულიფტო სადარბაზოში, ანუ ვირივით ვიმუშავე.. ასე ვარ, ფიზიკური შრომა არასოდეს მეზარება, თან როცა ახლობელი გთხოვს, უარს ხო ვერ ეტყვი, არა... ხოდა, ეს მტკივანი კუნთები მახსენებს, რომ ფარეხში სამთო ველოსიპედი მელოდება, ორივე ერთად კი გაზაფხულს ველოდებით... ალბათ სულ ერთ კაცს თუ წავიყოლებ თან, მარტო რომ არ ვიარო და ხმის გამცემი მყავდეს, ნუ იმედიც თავისთავად... ბოლო ორი წელი საშინლად წვიმდა მარტში, თითქმის 2 კვირა გადაბმულად იწვიმა, იმედია გაისად ასე არ იქნება... ის ორი კვირა ცუდად მახსოვს, ჩემი მაშინდელი სამსახურებისადა გამო... თეფშზე კი აღარც ლიმონია და კელაპტარიც ლამის შანდალს გაუთანაბრდა (სუფთა ქურდულად). კიდევ კარგი, პატრონივით გამძლე ჩემი ტელეფონის ელემენტი დატვირთულია, რადგან ხვალ დილით 8ზე უნდა მაგინებინოს თავი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. კარგია)) +2 კარგია)) +2
23. საინტერესო რამეა ჩემი მოწონება სნაიპერო საინტერესო რამეა ჩემი მოწონება სნაიპერო
21. როცა წავიკითხე ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს ვიღაცის დღიურიდან ამოხეულ ფურცელს ვკითხულობდი როცა წავიკითხე ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს ვიღაცის დღიურიდან ამოხეულ ფურცელს ვკითხულობდი
20. ძან უბრალოა...და ჩვეულებრივი... ძან უბრალოა...და ჩვეულებრივი...
19. ნარმალნა"))მომეწონა:))+5
ნარმალნა"))მომეწონა:))+5
17. ერთადერთი ჩანახატი?!.გამიკვირდა ავტორო,სხვა ნიკით გაქვთ რაიმე?ეტყობა ნაწერს, რომ არც პირველია და არც უკანასკნელი(იმედია). 5 ერთადერთი ჩანახატი?!.გამიკვირდა ავტორო,სხვა ნიკით გაქვთ რაიმე?ეტყობა ნაწერს, რომ არც პირველია და არც უკანასკნელი(იმედია). 5
16. არადა წლევანდელი მარტიც წვიმით დაიწყო :D ჩანახატი ეძახე და კი მომეწონა :) ++ არადა წლევანდელი მარტიც წვიმით დაიწყო :D ჩანახატი ეძახე და კი მომეწონა :) ++
15. ჰოო, როგორც ჩანს, გამოგდით მიზანში მორტყმა =) ჰოო, როგორც ჩანს, გამოგდით მიზანში მორტყმა =)
14. ტექსტის მოცულობას შევხედე და საკმაოდ სკეპტიკურად ჩავიკითხე :) სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი :)
დიდი ხანია, აქ ასეთი კარგად აწყობილი ჩანახატი არ მინახავს :)
მე და ჩემი ველოსიპედიც ველით გაზაფხულს :))
მომწონს :) ტექსტის მოცულობას შევხედე და საკმაოდ სკეპტიკურად ჩავიკითხე :) სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი :)
დიდი ხანია, აქ ასეთი კარგად აწყობილი ჩანახატი არ მინახავს :)
მე და ჩემი ველოსიპედიც ველით გაზაფხულს :))
მომწონს :)
13. სანდრიკ აქ ხარ შენც? :D მე მომეწონა და ჩემი მაქსიმალური + აქ , რამდენია არ გეტყვი. სანდრიკ აქ ხარ შენც? :D მე მომეწონა და ჩემი მაქსიმალური + აქ , რამდენია არ გეტყვი.
12. ვაა საღოლ შენ, რამდენს გიწვავს? :D ვაა საღოლ შენ, რამდენს გიწვავს? :D
11. ერთი ნული, ორი ნული, მანქანა მყავს გერმანული :D:D:D ერთი ნული, ორი ნული, მანქანა მყავს გერმანული :D:D:D
9. სასვენ ნიშნებს ცოტა ყურადღება მიაქციე და მომწონს ++ სასვენ ნიშნებს ცოტა ყურადღება მიაქციე და მომწონს ++
8. კარგად წერთ.. კარგად წერთ..
7. ვნახოთ ვნახოთ ვნახოთ ვნახოთ
6. თანანას კომენტარმა ბოლო სამოსიც შემოახია ჩემს ნაწერს და გააშიშვლა... მე ყველაფერში ვეთანხმები მას.. მაგრამ ეს ხომ ლიტერატურული ნაწარმოები არაა.... ეს ჩანახატია, რომელსაც ყოველთვის ნაწარმოების სახე ვერ ექნება... მახსოვს ეგ სისტემა, ნაწერის ჩონჩხი, არც ისე დიდი ხნის წინათ, ნინო შარაშენიძემ მასწავლა, არაჩვეულებრივმა ფილოლოგმა... P.S. ეს პირველია, რაც ურითმოდ დავწერე ))
მადლობა ყველას, ვისაც ნორმალური ვგონივარ )) თანანას კომენტარმა ბოლო სამოსიც შემოახია ჩემს ნაწერს და გააშიშვლა... მე ყველაფერში ვეთანხმები მას.. მაგრამ ეს ხომ ლიტერატურული ნაწარმოები არაა.... ეს ჩანახატია, რომელსაც ყოველთვის ნაწარმოების სახე ვერ ექნება... მახსოვს ეგ სისტემა, ნაწერის ჩონჩხი, არც ისე დიდი ხნის წინათ, ნინო შარაშენიძემ მასწავლა, არაჩვეულებრივმა ფილოლოგმა... P.S. ეს პირველია, რაც ურითმოდ დავწერე ))
მადლობა ყველას, ვისაც ნორმალური ვგონივარ ))
5. ჩანს, რომ ავტორს უფრო უკეთ შეუძლია წერა. ამ მოთხრობას პატარა "შალაშინი" მოუხდებოდა... ცოტა "გააცივე" ნაწერი და მერე მიუბრუნდი, თავად მიხვდები, რა დატოვო და რა ამოიღო...აქ ფინალმა ვერ "იფინალა"... ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების სტრუქტურა ასეთია: -დასაწყისი, სიუჟეტის განვითარება, კვანძის გახსნა და ფინალი. ეცადე, ამ ე.წ. ჩარჩოს საინტერესო და არაბუნდოვანი შინაარსი ჩააცვა. ეს ყველაფერი ალბათ, თანდათან მოვა... უკეთესის მოლოდინით... ჩანს, რომ ავტორს უფრო უკეთ შეუძლია წერა. ამ მოთხრობას პატარა "შალაშინი" მოუხდებოდა... ცოტა "გააცივე" ნაწერი და მერე მიუბრუნდი, თავად მიხვდები, რა დატოვო და რა ამოიღო...აქ ფინალმა ვერ "იფინალა"... ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების სტრუქტურა ასეთია: -დასაწყისი, სიუჟეტის განვითარება, კვანძის გახსნა და ფინალი. ეცადე, ამ ე.წ. ჩარჩოს საინტერესო და არაბუნდოვანი შინაარსი ჩააცვა. ეს ყველაფერი ალბათ, თანდათან მოვა... უკეთესის მოლოდინით...
4. არეული ნაწერია, ავტორმა სპეციალურად არია როგორც ჩანს... სნაიპერ იმედია მიზანში გაარტყამ :) არეული ნაწერია, ავტორმა სპეციალურად არია როგორც ჩანს... სნაიპერ იმედია მიზანში გაარტყამ :)
3. დავეთანხმები კოლხს...:) ჩანს რაღაც... ძალიან კარგად ალბათ შემდეგში გამოჩნდება...დაველოდები შემდეგს...:) დავეთანხმები კოლხს...:) ჩანს რაღაც... ძალიან კარგად ალბათ შემდეგში გამოჩნდება...დაველოდები შემდეგს...:)
2. ძალიან კარგად ჩანს ამ ჩანახატში ავტორის პოტენციალი :) 5 ძალიან კარგად ჩანს ამ ჩანახატში ავტორის პოტენციალი :) 5
1. კარგად ჩავიკითხე :)
მეც მახსოვს ჩემი პირველი შიში- ფეხზე პირველად რომ დავდექი, მახსოვს მამის დაყვირება "არ დაეცესო" და წავიქეცი კიდევაც :) კარგად ჩავიკითხე :)
მეც მახსოვს ჩემი პირველი შიში- ფეხზე პირველად რომ დავდექი, მახსოვს მამის დაყვირება "არ დაეცესო" და წავიქეცი კიდევაც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|