ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2011


. . . სამი დღის წინ . . .

სამი დღის წინ, დამიბრუნდა მუზა,
ორი დღეა აზრებს ვაბამ, ვეღარ,
დღეს მთელი დღე ვუყურებდი სურათს,
დამიმონა ანგელოზის მზერამ.

სამი დღის წინ ცა ვიპოვე თვალში,
ორი დღეა ზღვა უწყვეტად ღელავს.
დღეს მთელი დღე გაეხვია კვამლში,
ხვალ კი იქნებ მხოლოდ ჩემი გერქვას.

სამი დღის წინ ამიფეთქდა გული,
ორი დღეა შემიჩერდა სუნთქვა.
დღეს მთელი დღე დიდ სასწაულს ვუცდი,
ახალ წლებზე ახდებაო უთქვამთ.

ერთი ნახვით სიყვარულის არ მწამს,
ხოდა უკვე ხომ მეორედ გხედავ?!
კარგად ვხვდები, შანსი დიდი არ მაქვს,
მაგრამ იქნებ გამიღიმოს ბედმა.

ორიათას თორმეტია უკვე,
დაესწარით, ბედნიერად მრავალს.
თქვენ გისურვებთ, ერთგულებას ულევს,
მე კი ჩემი ანგელოზი მახლავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები