| ავტორი: ჯიბრაელი ჟანრი: პოეზია 7 იანვარი, 2012 |
ორიათასი დასრულდა... დღე კვლავ ღამესთან წაწლობს. სიცივემ, ასე რაც მძულდა, სითბოზე მეტად გაძლო.
ვუსმენ ტექნიკურ არიას, ცივ ჟრუანტელის მომგვრელს, თან მიკვირს, რა უხარია, ამ გაგიჟებულ პროგრესს.
ელექტრონული სატანა მღერის მეჯლისზე- დენის, უსულო კაცი-მანქანა, ედემურ ადამს მდევნის.
წვიმს ელეთი და მელეთი, გონის მარადი მტრები. დაშლიგინობენ ტელეთი, ტელეტერორისტები.
ძილბურანშია ღვიძილის პირველყოფილი ფესვი. კომპიუტერმა სიცილით გადამიყლაპა ლექსი.
ჟამი სიცივით მენავსა, წუხილს უცრემლოდ ვტირი. მეცნიერებამ რწმენასაც მიმოურყია ძირი.
მინდორი სიტყვის გადახმა, სიყალბის მოსკდა ზვავი. უფლის ამდენმა ქადაგმა ვერ გაათეთრა შავი.
დასაბამიდან სარკმელად ცის გუმბათს მთვარე ება. მოდას შემორჩა სათქმელად ბიბლიის ათი მცნება.
აღთქმა რამდენსაც უშლიდა, ახალ იყო თუ ძველი, უფრო გამრავლდა მრუში და არ გამოსწორდა მკვლელი.
თვალწინ ბირთვული ველია, გზაა მკაცრი და კუშტი. ორიათასი წელია ვდგავარ და ქრისტეს ვუცდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ორიათასი წელია ვდგავარ და ქრისტეს ვუცდი. ორიათასი წელია ვდგავარ და ქრისტეს ვუცდი.
4. ძალიან მაგარია! მოდას შემორჩა სათქმელად ბიბლიის ათი მცნება.
კარგა ხანია, ასეთი სიმართლე ლექსში არ მომისმენია. ხოლო ბოლოს რაც შეეხება: ორიათასი წელია ვდგავარ და ქრისტეს ვუცდი. როცა ამ ყველაფერს უყურებ და გტკივა, ესე იგი ქრისტე შენთანაა, ჯიბრაელ! ;) ძალიან მაგარია! მოდას შემორჩა სათქმელად ბიბლიის ათი მცნება.
კარგა ხანია, ასეთი სიმართლე ლექსში არ მომისმენია. ხოლო ბოლოს რაც შეეხება: ორიათასი წელია ვდგავარ და ქრისტეს ვუცდი. როცა ამ ყველაფერს უყურებ და გტკივა, ესე იგი ქრისტე შენთანაა, ჯიბრაელ! ;)
3. მრავალ შობას! მრავალ შობას!
2. მრავალ ქრისტეშობას. მრავალ ქრისტეშობას.
1. :) ვიცანი და ჩუუუუუუუ!!!
++ :) ვიცანი და ჩუუუუუუუ!!!
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|