ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2008


* * * * *

მე დაგიხვდები როგორც ნათელი
და იდუმალი შობის სანთელი.
გაგიღებ კარებს, გეტყვი:
შემოდი,
დიდი ხანია უკვე გელოდი.
მე შეგიყვარებ, მაგრამ არ გიცნობ,
ჩემთან რომ მოხვალ, მერე გაგიცნობ.
ჩემი ცხოვრება ერთი წამია
და სურვილიც კი ერთი ცალია,
გული ადუღებს სიცოცხლის თესლებს
და დაამარცხებს ეშმაკის ეკლებს.
მე შენი ტრფობით ცას ვემონები,
ამით მარცხდება ეს დემონები.
შენ თუ ჩემთან ხარ გამარჯვებული.
დამარცხებული აღარ იქნები.
მოდი ღიაა ჩემი კარები
და მოიყოლე წმინდა ქარები.
ამოიყვანე ეს ფერი ზევით,
რომ გამინათოს გონება ზენით.
კოსმიურ ორკესტრს დაუდე ბანი
და დაიწყება სამყაროს ანი.
ამის მერეა, სიცოცხლე წრფელი
დიდი ხანია მე ამას ველი,
ჭეშმარიტება არის ამაში,
ღმერთისთვის ეს კი არის თამაში.
შენახარ ჩემთვის დროთა დროება,
ჩემი ლექსების ამაოება,
რწმენაში სიტყვა არის პოემა,
იგავები და განმეორება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები