ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2012


არაფერია გასაოცარი

ჭკნება ქალწული და ჭკნება ქვრივი,
კვდება უღმერთო, კვდება მლოცავი...
ყველაფერია -ჩვეულებრივი,
არაფერია -გასაოცარი.

ერთფასოვანი მდგმურია ბინდის,
ზვიადი კლდე და ქორფა ცერერა,
თუ ვინმე მოდის, თუ ვინმე მიდის,
ეს ასე უნდა იყოს...მერე, რა?

ერთი განცდა აქვს ლხინს და საწუხარს,
შურის კერძია მავანი ვინმე.
-"ლამაზი გოგო ლამაზ ბიჭს უყვარს"...
-"კაი, ერთი, შენც... ნუ გამაკვირვე"...

მზე-დღის, მთვარე კი-ღამის ხალია,
ფიფქს ტყეები აქვს დადსაბამბავი...
_"გოგომ სიკვდილი პეშვით დალია"...
_"რა მოხდა მერე?...დიდი ამბავი...

დადის მიწაზე უფრთო ოცნება
და გულგრილობის კაბა აცვია.
მე მაინც მიკვირს, რომ გაოცება,
გაოცებას რამ გადააჩვია.

ფერადი ფიქრის დაშლილა ტივი,
ტახტის მპყრობელი არის დრო-ცხარი.
ყველაფერია-ჩვეულებრივი,
არაფერია-გასაოცარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები