| ავტორი: კინტო ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2012 |
ეკას
თოვაა გარეთ... ამინდების ვიწრო სასულეს ქარი გადასცდა... ცას თვალიდან ზამთარი წასკდა. ღამეა, გწერ და (როგორც ხდება) წერა მასრულებს,_ ვმთავრდები წერტილ-ჩახველებით, ანუ მაქვს ასთმა.
გწერ... მაგრამ ვიცი, ამ წერილით გიფუჭებ გუმანს, ალბათ ხვდები, რომ თავად არ მწერს ლექსი... და თემა არაფერს ამბობს. ვსაუბრობ და სიტყვები დუმან, ანუ სტრიქონებს გაუმწვავდათ ლექსის ანთება.
თოვაა, მაგრამ ახლა ჩემთვის წვიმები წვიმან... უყურე, ცასაც თავზე შავი ღრუბლის ჩადრი აქვს. ანუ გლოვობს და... მე კი შენი სიშორე მცივა, ანუ მზეები ჩემს ამინდში მუდამ ჩადიან!..
გწერ... და ზამთარი პოეზიას უფრო ჰგავს, რადგან იცის ზვავები, დიდთოვლობა, ჩამარხვა, რბევა... იტყვიან მერე, ამ სტრიქონში გაყინულ ადამს, ამ სტრიქონიდან მაცდურ ნაყოფს აწვდიდა ევა.
გწერ... და ავად ვარ, ანუ ასთმა, ანუ ცხელება მაქვს და მაწუხებს შინაგანი სიცხე და გვალვა. წერა მასრულებს და ვმთავრდები სამი ხველებით, გავდივარ თოვლში და თავმოყრილ სიცივეს ვკვალავ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან ბევრი "ანუ"<არის გამოყენებული, ცუდი ლექსი არ არის. ძალიან ბევრი "ანუ"<არის გამოყენებული, ცუდი ლექსი არ არის.
10. თოვაა, მაგრამ ახლა ჩემთვის წვიმები წვიმან... უყურე, ცასაც თავზე შავი ღრუბლის ჩადრი აქვს. ანუ გლოვობს და... მე კი შენი სიშორე მცივა, ანუ მზეები ჩემს ამინდში მუდამ ჩადიან!.. - ანუ 0
თოვაა, მაგრამ ახლა ჩემთვის წვიმები წვიმან... უყურე, ცასაც თავზე შავი ღრუბლის ჩადრი აქვს. ანუ გლოვობს და... მე კი შენი სიშორე მცივა, ანუ მზეები ჩემს ამინდში მუდამ ჩადიან!.. - ანუ 0
8. +2 მომეწონა ;)))))))) +2 მომეწონა ;))))))))
7. გწერ... და ზამთარი პოეზიას უფრო ჰგავს, რაგდან- აქ რადგან უნდა..
ლექსი კარგია! + + გწერ... და ზამთარი პოეზიას უფრო ჰგავს, რაგდან- აქ რადგან უნდა..
ლექსი კარგია! + +
6. აუ ისე მომეწონა რომ როგორ შეგაქო არც კი ვიცი,ულამაზესი ლექსია... :* ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ აუ ისე მომეწონა რომ როგორ შეგაქო არც კი ვიცი,ულამაზესი ლექსია... :* ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
5. მინდების ვიწრო სასულეს ქარი გადასცდა... ცას თვალიდან ზამთარი წასკდა.
მზეები ჩემს ამინდში მუდამ ჩადიან!..
რაღაცეები მომეწონა აქ რაღაცეები არა. მინდების ვიწრო სასულეს ქარი გადასცდა... ცას თვალიდან ზამთარი წასკდა.
მზეები ჩემს ამინდში მუდამ ჩადიან!..
რაღაცეები მომეწონა აქ რაღაცეები არა.
4. ულამაზესი ლექსია, სული თოვლით ამივსო :) კარგი ხარ, ავტორო! :) ულამაზესი ლექსია, სული თოვლით ამივსო :) კარგი ხარ, ავტორო! :)
3. თოვაა, მაგრამ ახლა ჩემთვის წვიმები წვიმან... უყურე, ცასაც თავზე შავი ღრუბლის ჩადრი აქვს. ანუ გლოვობს და... მე კი შენი სიშორე მცივა, ანუ მზეები ჩემს ამინდში მუდამ ჩადიან!..
გწერ... და ზამთარი პოეზიას უფრო ჰგავს, რაგდან იცის ზვავები, დიდთოვლობა, ჩამარხვა, რბევა... იტყვიან მერე, ამ სტრიქონში გაყინულ ადამს, ამ სტრიქონიდან მაცდურ ნაყოფს აწვდიდა ევა. ლამაზია++ თოვაა, მაგრამ ახლა ჩემთვის წვიმები წვიმან... უყურე, ცასაც თავზე შავი ღრუბლის ჩადრი აქვს. ანუ გლოვობს და... მე კი შენი სიშორე მცივა, ანუ მზეები ჩემს ამინდში მუდამ ჩადიან!..
გწერ... და ზამთარი პოეზიას უფრო ჰგავს, რაგდან იცის ზვავები, დიდთოვლობა, ჩამარხვა, რბევა... იტყვიან მერე, ამ სტრიქონში გაყინულ ადამს, ამ სტრიქონიდან მაცდურ ნაყოფს აწვდიდა ევა. ლამაზია++
1. ძალიან ლთოვაა, მაგრამ ახლა ჩემთვის წვიმები წვიმან... უყურე, ცასაც თავზე შავი ღრუბლის ჩადრი აქვს. ანუ გლოვობს და... მე კი შენი სიშორე მცივა, ანუ მზეები ჩემს ამინდში მუდამ ჩადიან!..
გწერ... და ზამთარი პოეზიას უფრო ჰგავს, რაგდან იცის ზვავები, დიდთოვლობა, ჩამარხვა, რბევა... იტყვიან მერე, ამ სტრიქონში გაყინულ ადამს, ამ სტრიქონიდან მაცდურ ნაყოფს აწვდიდა ევა.ამაზია++ ძალიან ლთოვაა, მაგრამ ახლა ჩემთვის წვიმები წვიმან... უყურე, ცასაც თავზე შავი ღრუბლის ჩადრი აქვს. ანუ გლოვობს და... მე კი შენი სიშორე მცივა, ანუ მზეები ჩემს ამინდში მუდამ ჩადიან!..
გწერ... და ზამთარი პოეზიას უფრო ჰგავს, რაგდან იცის ზვავები, დიდთოვლობა, ჩამარხვა, რბევა... იტყვიან მერე, ამ სტრიქონში გაყინულ ადამს, ამ სტრიქონიდან მაცდურ ნაყოფს აწვდიდა ევა.ამაზია++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|