ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2012


გალაკტიონი

დროს გაუსწარი ცაში აფრინდი,
ლექსის სიცოცხლევ მუზავ ფრთოსანო,
ცად დაიქუხე ცრემლად გაწვიმდი,
შენ საქართველოს დიდო მგოსანო.


მთაწმინდის მთვარე, ისევ დაგნათის,
ღამე კვლავ ელის, შენს გულს ნაღვლიანს,
დგას მესაფლავე მიწას დაჰხარის,
დაეძებს გულებს სევდა-დარდიანს.


და შენი გული, ველთა მპყრობელი,
სიყვარულისთვის ძალუმად მძგერი,
ბახუსისაგან  გადარეული,
ჩუმად კითხულობს, სად არის მერი?



ისევ აყვავდა, მდელო და კორდი,
და ისევ ისმის აქ ჟრიამული,
მოგეფერება და ჩაგიხუტებს,
შენი ოცნება შენი მამული...


ქარი ჰქრის ქარი, ჩუმად აღელვებს,
მოედინება წყნარად რიონი,
კარებზე მკრთალად კვლავ აწერია,
აქ ცხოვრობს თურმე გალაკტიონი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები